ლონდონის „ტოტენჰემის“ ხელმძღვნელობა კომპანია Google-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას აწარმოებს თავისი სტადიონის ახალი სახელის თაობაზე. „დეზების“ მფლობელი, დანიელ ლევი, ამბობს, რომ დიდადაა დაინტერესბული ამ სიახლით. მისი თქმით, ის მოხარული იქნება „სწორ ბრენდთან და სწორ ფულთან“ ურთიერთობის დამყარებით. Google-ს უკვე აქვს სპორტულ ორგანიზაციებთან პარტნიორული შეთანხმებები გაფორმებული. მაგალითად, NBA-სა და MLB (ამერიკის ბეისბოლის ლიგა)-სთან. ასევე ფორმულა 1-ის „მაკლარენთან“. ჯერჯერობით...
Author: სოლომონ გულისაშვილი
პირველად ვარ-ი და დინამო
29-ე ტურში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ: ფიფას ეგიდით, საქართველოს ჩემპიონატში პირველად გამოიყენეს ვიდეოასისტენტრეფერის სერვისი – VAR. ვარ-მა ლიდერთა მატჩში („დინამო“ – „ბათუმი“) იმუშავა და შეხვედრის მსვლელობაზეც მოახდინა გავლენა. 79-ე წუთზე, მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა, განელი ოსეი ბარნსი სწორედ ჩვენთვის ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ გააძევა. ლიდერი დინამო ლიდერთა მატჩში...
ნუნიესს კლოპის ლაპარაკი არ ესმის
„ლივერპულის“ ურუგვაელი ახალწვეული დარვინ ნუნიესი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ არ ესმის მთავარი მწვთნელის, იურგენ კლოპის მითითებები გერმანული აქცენტის გამო. „სიმართლე გითხრათ, როცა კლოპი ლაპარაკობს, მისი აქცენტის გამო არაფერი მესმის. ცხადია, თანაგუნდელებს ვთხოვ ამიხსნან რას ამბობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კლოპმა ზუსტად იცის რა უნდა ყოველი კონკრეტული ფეხბურთელისგან.“ 23 წლის ნუნიესი „ლივერპულში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „ბენფიკადან“ მერსისაიდული კლუბისთვის...
უიღბლო უოკერი
„მანჩესტერ სიტის“ მარჯვენა მცველმა, კაილ უოკერმა, გასულ კვირას თანაქალელ „იუნაიტედთან“ მატჩში (6:3) ტრავმა მიიღო. ექიმების ვარაუდით, მას მინიმუმ ექვსი კვირა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატიც გაუცდება. რაც დიდი დარტყმა იქნება ინგლისის ნაკრებისთვის. „სიტის“ ექიმებმა დაადასტურეს, რომ ოთხშაბათს უოკერს საზარდულის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ჯერ უცნობია, როდის შეძლებს თამაშს, რადგან ნაოპერაციევს სარეაბილიტაციო კურსიც დასჭირდება. თავად უოკერი ცდილობს ...
დანიელები ოჯახების გარეშე
დანიის საფეხბურთო კავშირის მენეჯერმა იაკობ ჰოიერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დანიის ნაკრების ფეხბურთელები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პროტესტის ნიშნად ოჯახების გარეშე გაემგზავრებიან. ამ ჟესტით, ორგანიზაცია ყატარში არსებულ ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. „არ გვინდა ყატარში ტურისტულ აქტივობას ხელი შევუწყოთ, ამიტომ ჩვენი დელეგაცია მაქსიმალურად მცირე იქნება. ადრე დიდ ტურნირებზე ოჯახის წევრები ყოველთვის ფეხბურთელებთან ერთად იყვნენ ხოლმე, ამჯერად...
დაკარგული იმპულსი
„ლივერპულმა“ სეზონი ცუდად დაიწყო. ტიტულის ერთერთ მთავარ კანდიდატს 7 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს და ცხრილში მეცხრე ადგილზეა. ამასთან დაკავშირებით მერსისაიდელთა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა. „მართალია, დასაწყისი კარგი ვერ გამოგვივიდა, მაგრამ იმედია მალე ვიპოვით ჩვეულ იმპულსს და ძველებურად ავთამაშდებით. ამისათვის ერთად ბევრი შრომაა საჭირო. მინდორზე გასვლა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. მეორე მხრივ,...
ანტირეკორდი და ორი დინამო
მომავალი, 29-ე ტური, შესაძლოა, ერთ-ერთი გადამწყვეტი გამოდგეს მიმდინარე სეზონში, როგორც ცხრილის ზედა, ასევე ქვედა ნაწილშიც. ამ ტურს კი ბევრი არაფერი შეუცვლია სატურნირო თვალსაზრისით. ვითარება უფრო დაძაბა. ჯერ ის ვთქვათ, რომ სანაკრებო პაუზამ ეტყობა ფეხბურთელებზე მაინცდამაინც დადებითად არ იმოქმედა. 5 მატჩში სულ 5 გოლი გავიდა, რაც სეზონის ანტირეკორდია. მანამდე ასეთად მე-13 ტურში გასული 7 ბურთი ითვლებოდა....
რონალდუები და სპორტინგი
კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეშ ავეირუ, ლისაბონში ერთერთ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი შვილი 40 წლამდე აპირებს ფეხბურთის თამაშს და თუ ის ვერ გადავა „სპორტინგში“, მისი შვილი აუცილებლად ითამაშებს ამ კლუბში. „თუ კრიშტიანუ ვერ მოახერხებს „სპორტინგში“ კარიერის დასრულებას, მისი შვილი – კრიშტიანუ-უმცროსი აუცილებლად ითამაშებს ამ კლუბში. ამას გპირდებით. ღმერთის წყალობით, ადრე თუ გვიან ეს...
კროოსი მალე ხელს დაგვიქნევს
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, საფეხბურთო კარიერა, შესაძლოა, 2023 წლის ზაფხულში დაასრულოს. 32 წლის გერმანელმა უარი თქვა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელსაც ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მსოფლიო ჩემპიონს ფორმის პიკზე წასვლა და ადგილის ახალგაზრდებისთვის დათმობა სურს. კლუბმა უკვე დაიწყო კროოსის შემცვლელის ძებნა. ერთ-ერთი კანდიდატი „ფლამენგოს“ ბრაზილიელი შუახაზელი გომეშ და სილვა გახლავთ.
გავედით და გადავედით !
საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 2:0 მოუგო და ერთა C ლიგის მეოთხე ჯგუფში ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი და ფლეი-ოფის საგზური გაინაღდა. საქართველო B ლიგაში აღზევდა. ხვიჩა კვარაცხელია არ იყო „ნაპოლის“ ხვიჩა, თუმცა პირველი, ავტოგოლიც მის ჩაწოდებას მოჰყვა და მეორე ხომ თავად გაიტანა, ბუდუ ზივზივაძის ნაღვაწის შემდეგ. ერთი შესანიშნავი ხვიჩურიც დაარტყა და ბურთი სანტიმეტრებში...









