დიდი სლემის 22-გზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფავორიტების ვინაობა დაასახელა. „ძნელი საკითხია. რთულია რაიმეს პროგნოზირება. ფავორიტები ალბათ, როგორც ყოველთვის, ბრაზილია, არგენტინა, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია და ესპანეთი იქნებიან. თუმცა ყოველთვის არის შანსი, რომ ვიღაც სიურპრიზს შემოგვთავაზებს“, – თქვა რაფამ, ვინც ინგლისი და ნიდერლანდები არც კი ახსენა და ამით ბევრი...
Author: სოლომონ გულისაშვილი
სხვა ემერი
„ასტონ ვილას“ ახალი თავკაცის, უნაი ემერის რე-დებიუტი პრემიერლიგაში გასულ უქმეებზე შედგა და შესანიშნავი გამოდგა – ბირმინგემელებმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ 3:1 დაამარცხეს. ემერი დარწმუნებულია, რომ ახლა გაცილებით მომზადებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში სამუშაოდ. „ახლა პრემიერლიგური გამოწვევისთვის უფრო მზად ვარ, ვიდრე „არსენალში“ მუშაობისას. ზურგს „მეთოფეებთან“ ყოფნის წელიწადი და ოთხი თვე მიმაგრებს. იყო გარემოებები, რის გამოც ლონდონური კლუბის...
საბურთალო უევროპოდ
ლიდერების მატჩებს თუ არ ჩავთვლით, 33-ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. ერთმანეთს გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდები ხვდებოდნენ. „გაგრამ“ „სიონს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. გუნდებმა მატჩი კაცნაკლულებმა დაასრულეს. მსაჯმა ჯერ გაგრელი ნოდარ ლომინაძე გააძევა, შემდეგ კი სტუმარი დავით ზურაბიანი. „სიონი“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ერთობ გაირთულა სატურნირო მდგომარეობა. წააგო ცხრილის სახიფათო ნაწილში მყოფმა „თელავმაც.“ კახელებმა...
მესი და რონალდუ ისევ საუკეთესოებს შორის
Globe Soccer Awards-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტთა ფინალური ათეული დაასახელა, სადაც ისევ მოხვდნენ ოდინდელი გმირები – ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ. ნომინანტთა სია ასეთია: მოჰამედ სალაჰი და ლუის დიასი (ორივე – ლივერპული), კარიმ ბენზემა, ტიბო კურტუა (ორივე – რეალი), კილიან მბაპე და ლიონელ მესი (ორივე – პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), სადიო მანე (ბაიერნი), კრიშტიანუ...
მუდრიკზე ტაციაობაა
დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის თამაშემწემ კარლო ნიკოლინიმ დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველის, მიხაილო მუდრიკის შეძენით პრემიერლიგის ორი კლუბი – „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდა. 21 წლის ფეხბურთელს ასევე მადრიდის „რეალის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ სკაუტები აკვირდებიან, თუმცა უკრაინელისთვის პრიორიტეტული ინგლისის ჩემპიონატში თამაში ყოფილა. მუდრიკი ხარკოვის „მეტალისტის“ აღზრდილია. თამაშობდა „დნიპროს“ აკადემიაში. 2019 წლიდან კი „შახტარის“ ფეხბურთელია. დონეცკური კლუბი...
ისევ 2 ქულა
ეროვნული ლიგის 32-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვილებები არ შეუტანია. ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა ისევ გაიმარჯვეს და მათ შორის სხვაობა ისევ 2 ქულაა. „დინამომ“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო შინ 3:1 და სტუმრებს ევროსაგზურისთვის ბრძოლა გაურთულა. დუბლი მიითვალა მასპინძელთა გვინეელმა უსმანე კამარამ. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გახლდათ, როცა საჯარიმოს გარედან პირდაპირ ცხრიაში ჩაჭედა ბურთი. ერთიც გიორგი მოისწრაფიშვილმა შეაგდო....
გაია 2027
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ თავის კაპიტანს, მცველ ხოსე ლუის გაიას კონტრაქტი 2027 წლამდე გაუხანგრძლივა, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. გაია „ვალენსიას“ აღზდილია. კლუბის აკადემაში ის 11 წლის ასაკში მოხვდა და წლების შემდეგ გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. უთამაშია ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. პირველ გუნდში კი 2018 წლიდან იძახებენ. ბოლო სატრანსფერო ფანჯრისას, მისით მადრიდის „რეალი,“ „ბარსელონა“ და „პარი...
ლოკო გავიდა და რუხაძემ 400 შესარულა
ლოკო გავარდა თბილისის „ლოკომოტივი“ ლიგა 1-ს ოფიციალურად დაემშვიდობა. ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა და „რკინიგზელები“ უშუალო კონკურენტ „გაგრას“ 22 ქულით ჩამორჩებიან. ეს ამბავი მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. სეზონის წინ გუნდი ფინანსური პრობლემების გამო ლამის დაიშალა. აქცენტი ახალგაზრდა, გამოუცდელ ფეხბურთელებზე გაკეთდა და პირველი გამარჯვება მე-17 ტურში მოიპოვეს. მანამდე თექვსმეტივე თამაში წაეგოთ… მიმდინარე სოზოში გიორგი მინაშვილი მათი მეოთხე...
კოშტა
„პორტუს“ მეკარე დიოგუ კოშტა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი კარის დარაჯი გახდა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და შემდეგ პენალტი მოიგერია, – გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი. ოთხშაბათს, ტურნირის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „პორტუ“ „ლევერკუზენს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მე-6 წუთზე ანგარიში პორტუგალიელმა ვენდერსონ გალენომ, დიოგუ კოშტას გადაცემით გახსნა. მეთექვსმეტეზე კი კოშტამ კერემ დემირბაის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოიგერია....
მოვა დრო და…
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს აუხსნა, რატომ ვერ იგებს მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას. „მიზეზი მარტივია – მადრიდის „რეალი“… ცხადია, მინდა ლიგის მოგება, მაგრამ ეს არ არის აკვიატებული აზრი. ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებაა. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვიძლია. ვიცი, რამდენად კარგები არიან მოწინააღმდეგეები და რა რთული ტურნირია. ეს არაერთხელ მითქვამს და შეიძლება ბევრს არ...









