ეროვნული ლიგის მესამე ტურმა ერთპიროვნული ლიდერი მოგვივლინა: თბილისის „დინამომ“ სტუმრად „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ვინაიდან უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა,“ გორში, „დილასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1), ქულათა მაქსიმუმით (9) ერთპიროვნულად გალიდერდა. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა გვინეელმა უსმანე კამარამ. ასევე თავი გამოიჩინეს ულად-ომარ იმრანმა, ზორან მარუშიჩმა და გაბრიელ სიგუამ. საინტერესოა, რომ 17 წლის სიგუამ მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა. ომარ...
Author: სოლომონ გულისაშვილი
ჟოზე თუ წავიდა…
გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი, შესაძლოა „რომას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს თუ ჟოზე მოურინიუ პოსტს დატოვებს. რომაელთა ხელმძღვანელობა ტუხელს პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელის იდეალურ ვარიანტად მოიაზრებს. გერმანელი მწვრთნელის ბოლო სამსახური „ჩელსი“ გახლდათ, რომელთან ერთად მან 2020-2021 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია „რომა“ თუ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა, მოურინიუმ, შესაძლოა,...
დიუგარი ნეიმარის ტრავმით ბედნიერია
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი (1994-2002 წლებში) კრისტოფ დიუგარი პარი სენ-ჟერმენის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრავმას გამოეხმაურა. ნეიმარს მუხლის ტკივილის გამო სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. „ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო გუნდში არ არის. ვფიქრობ, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა პსჟ-ის მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთვის. რაღაც მომენტში მას მოუწევდა გამბედაობის გამოჩენა და ბრაზილიელის მოშორება. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა...
ისევ დინამო და ბათუმი
გასულ უქმეებზე ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩები გაიმართა და სურათი ისევ შარშან-შარშანწინდელს დაემსგავსა. ორ-ორი მოგებით პირველ-მეორე ადგილებს ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტები „დინამო“ და „ბათუმი“ იყოფენ. ზღვისპირელები თავიდან აგებდნენ „საბურთალოსთან,“ მაგრამ მეორე ტაიმში იძალეს და 3:1 გაიმარჯვეს. „დინამომ“ „სამტრედიას“ 4:0 სძლია. თამაში გორის „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართა. „დინამო არენაზე“ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატთან დაკავშირებით რეკონსტრუქცია მიმდინარეობს და დროებით ჩემპიონი...
ჩელსი და მილანი ხმაურიან გაცვლას ამზადებენ
„ჩელსი” გეგმავს „მილანს” ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი შესთავაზოს, პორტუგალიელი თავდამსხმელის, რაფაელ ლეაუს სანაცვლოდ. ინგლისური კლუბი დიდი ხანია ფორვარდის ძიებაშია და გუნდის გაძლიერებას ნიჭიერი ლეაუთი აპირებს. მოსალოდნელია, რომ ლონდონელებს გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ლეაუს ღირებულება რამდენჯერმე აღემატება პულიშიჩისას. 23 წლის პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე...
ჟიუსტ ფონტენი გარდაიცვალა
ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ჟიუსტ ფონტენი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფონტენი საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 1953-1960 წლებში თამაშობდა. მას ეკუთვნის რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობით. 1958 წლის მონდიალზე ფონტენმა 13-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ჯამში ეროვნულ ნაკრებში მან 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში ის „ნიცასა“ და „რეიმსში“ თამაშობდა. ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი...
დაიწყო…
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწო. პირველ ტურში ვნახეთ შვიდგოლიანი მატჩიც, ორი გაძევებაც და ერთი დუბლიც. ორი გოლი ყოფილმა სიონელმა, ამჟამად კი წყალტუბოელმა ნიკა ხორხელმა მიითვალა სწორედ იმ შვიგოლიან თრილერში, რომელიც „სამგურალმა“ სტუმრად მოუგო „გაგრას“ – 4:3. ამავე მატჩში ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ანგარიში 2:2 გახადა გაგრელმა ზურაბ მუსელიანმა ჩემპიონმა „დინამომ“ გორში დაამარცხა „დილა“ (2:1). ამ შეხვედრაში დინამოელი...
სპალეტი ლივერპულშიო?
ბრიტანულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, „ლივერპულში“ იურგენ კლოპის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად განიხილება. გერმანელს, რომელიც წითლებთან 2015 წლიდან მუშაობს, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მაგრამ ბოლოდროინდელმა ცუდმა შედეგებმა კლუბის ხელმძღვანელობა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მწვრთნელის ცვლილებაზე დააფიქრა. ნეაპოლელებთან სპალეტის კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება. ყოველ კვირას საუბრობენ ახალი შეთანხმების გაფორმების თაობაზე, მაგრამ...
ნაპოლი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა. გასულ სეზონში „შავ-წითლებმა“ ოქროს მედლები მოიპოვეს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში კი მხოლოდ მეოთხე პოზიციას იკავებენ და ლიდერ „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩებიან. „ჩვენ რბოლაში ვიყავით, სანამ ჩავარდნა მოგვივიდოდა. მაგრამ „ნაპოლი” რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს, თორემ ყველა კონკურენტი ცხრილში გაცილებით ახლოს ეყოლებოდა. დაუჯერებელია. კიდევ ბევრი ქულა გვჭირდება, გუნდის მიზანი ოთხეულში...
კინგსლი – რეკორდი
მიუნხენის „ბაიერნის“ გარემარბმა, კინგსლი კომანმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ფრანგულ პსჟ-სთან (1:0) ტურნირის რეკორდი დაამყარა. 26 წლის ფეხბურთელმა მატჩის ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე გაიტანა. სტატისტიკურ-ანალიტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, კომანმა ჩემპიონთა ლიგის თავისი პირველი 50 მატჩიდან 39 მოიგო. ეს კი ტურნირის რეკორდია. შეგახსენებთ, რომ ფრანგი „პარი სენ-ჟერმენის“ აღზრდილია. 2013 წლიდან 2014 წლამდე მან კლუბში ოთხი...









