12 მილიონი რაფინიასთვის…

Home კატეგორიის გარეშე 12 მილიონი რაფინიასთვის…
12 მილიონი რაფინიასთვის…

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ, შესაძლოა, კლუბი მომავალ სეზონში დატოვოს.

„ნიუკასლი“ 26 წლის ფეხბურთელის შეძენით დაინტერესდა. კაჭკაჭები მზად არიან ბრაზილიელს სეზონში ჯამაგირად 12 მილიონი ევრო შესთავაზონ (კვირაში 230 ათასი ევრო) პრემიერლიგაში მოსაზიდად.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელით „ჩელსი“ და „არსენალიც“ არიან დაინტერესებული.

რაფინია „ბარსელონას“ „ლიდსიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. კატალონიურ კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

WATCH: Raphinha puts on a show in Barcelona debut - Barca Blaugranes

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.