Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო
ჩანაწერი

სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო

„დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რატომღაც ბოლო წლებში ამ დროს დინამოელებს კრიზისი დაუდგებათ ხოლმე და რა შედეგიც მოაქვს ამას ევროთასებზე, კომენტარი აღარ სჭირდება. არადა, „დინამო“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება… „საბურთალო“ კი სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს – ზედიზედ მე-5 გამარჯვება და მიჯრით მე-11 წაუგებელი მატჩი. ომარ თეთრაძის ...

იური გავრილოვმა ინსულტი გადაიტანა
ჩანაწერი

იური გავრილოვმა ინსულტი გადაიტანა

მოსკოვის „სპარტაკის“ ლეგენდარული ფეხბურთელის, იური გავრილოვის ვაჟმა, ვასილიმ,  მამის ინსულტის მიზეზზე ისაუბრა. ვასილის თქმით, ყოფილი ფეხბურთელი კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. „მამამ ინსულტი გადაიტანა. კისრის არტერიაში ეგრეთ წოდებული დაფა ჩამოიშლა, რამაც სისხლის მიწოდების 60 პროცენტი შეწყვიტა. ახლა ექიმები ყველა საჭირო მანიპულაციას აკეთებენ – სტენტს ჩააყენებენ. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ის რამდენიმე...

ყოჩაღი სტუმრები
ჩანაწერი

ყოჩაღი სტუმრები

ჩემპიონმა „დინამომ“ განახლებულ „დინამო არენაზე“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა, თუმცა უშუალო კონკურენტ „ბათუმთან“ 1:2 დამარცხდა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი დაუბრუნდა, მაგრამ საქმეს არც ამან უშველა. ვერ ვიტყით, რომ ჩემპიონებმა ცუდად ითამაშეს, მაგრამ ფაქტია – „ბათუმმა“ უკვე სამი ქულით გაუსწრო კონკურენტებს. მანამდე, ცოტა ხნით, პირველ საფეხურზე „საბურთალო“ იდგა, რომელმაც  „კავკასიონ არენაზე“ „თელავს“ 0:3 მოუგო. ეს...

ბელინგემი – ბუნდესლიგის საუკეთესო
ჩანაწერი

ბელინგემი – ბუნდესლიგის საუკეთესო

გერმანიის ბუნდესლიგამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 19 წლის ბელინგემმა ამ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. „დორტმუნდმა“ „ბაიერნის“ დარად ბუნდესლიგაში სეზონის ბოლოს 71 ქულა მოაგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონები მიუნხენელები გახდნენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელინგემი დორტმუნდელ პარტნიორებს უკვე დაემშვიდობა....

შენ, შენ, შენ… წახვალთ
ჩანაწერი

შენ, შენ, შენ… წახვალთ

ცნობილი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც მთავარი მწვრთნელიმ, ერიკ ტენ ჰაგი, მომავალი სეზონის შემადგენლობაში ვერ ხედავს. მეკარე დინ ჰენდერსონმა, მცველებმა: ერიკ ბეილიმ, ჰარი მაგუაირმა, ალექს ტელესმა და ბრენდონ უილიამსმა, ნახევარმცველებმა: დონი ვან დე ბეკმა, სკოტ მაკტომინეიმ და ფორვარდებმა: ენტონი ელანგამ, ენტონი მარსიალმა და ვაუტ ვეგორსტმა, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას კლუბი დატოვონ. „მანჩესტერ იუნაიტედი“...

ჯანი ვინის ქომაგი
ჩანაწერი

ჯანი ვინის ქომაგი

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო წუხელ, ესპანეთის პრიმერაში მომხდარ ახალ რასისტულ სკანდალს გამოეხმაურა, რომელიც 35-ე ტურში „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის (1:0) მატჩისას ატყდა. პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა მადრიდელ თავდამსხმელ ვინისიუსს და მსგავს სიტუაციებთან გამკლავების პროცედურა გამოაქვეყნა. „სრულად ვუჭერ მხარს ვინისიუსს. ფეხბურთში და საზოგადოებაში რასიზმის ადგილი არ არის და ფიფა სოლიდარულია ყველა მოთამაშის, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება....

ორთავჯანი წყალტუბოში
ჩანაწერი

ორთავჯანი წყალტუბოში

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში „სამგურალის“ 8-მატჩიანი გამარჯვებების სერია დამთავრდა, თუმცა მოწინააღმდეგეც ყოჩაღი ჰყავდა – „ბათუმი.“ თამაში თანაბარი გამოდგა და სამართლიანად დამთავრდა – 1:1. ახლა მათ 32-32 ქულა მოაგროვეს და ზღვისპირელები ისევ დამატებითი მაჩვენებლების წყალობით (ბურთების ბალანსი, ურთიერთშეხვედრები) ლიდერობენ. აი, „დინამო“ კი მეოთხე ადგილამდე დაეშვა. ბოლო ოთხ ტურში მათ მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამჯერად ერთ-ერთ აუტსაიდერ „შუქურასთან“...

ყოველთვის ვერ მოიგებ…
ჩანაწერი

ყოველთვის ვერ მოიგებ…

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი „მანჩესტერ სიტისთან“  ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდის დამარცხებას გამოეხმაურა. ქალაქელებმა მადრიდელებს ჯამში 5:1 მოუგეს. „როდესაც მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს ხელს აწერ, მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი, უნდა გესმოდეს, რომ აქ მოლოდინი ყველაზე მაღალია. რამდენჯერმე მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ყოველწლიურად შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება“, – უთხრა ტონი კროოსმა უეფას პრეს-სამსახურს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში...

სარეკორდო – 22
ჩანაწერი

სარეკორდო – 22

„სამგურალმა“ ეროვნულ ჩემპიონატში  ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. წინა ტურში წყალტუბოელები ნახევარი საათით გალიდერდნენ, ვიდრე „ბათუმი“ თავის მატჩს გამართავდა. ახლა, მე-14 ტურში, ამბავი გამეორდა, იმ განსხვავებით, რომ გიორგი ჭელიძის შეგირდები მთელი ხუთი საათის განმავლობაში გახდნენ ერთპიროვნული ლიდერები. „ბათუმმა“ შემდეგ მოიგო და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა. „სამგურალზე“ გვინდა ვთქვათ. რამდენიმესაათიანი გალიდერება, ცხადია, ნახევრად ხუმრობითაა ნათქვამი, მაგრამ ფაქტია,...

სამგურალი მიჯრით – 7
ჩანაწერი

სამგურალი მიჯრით – 7

მე-13 ტურში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სატურნირო ცხრილს სათავეში „სამგურალი“ ჩაუდგა… საქმე ის არის, რომ წყალტუბოელებმა „დინამოს“ მოუგეს (2:1) და ეს მატჩი ნახევარი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე სამტრედიაში, სადაც „ბათუმმაც“ ამავე ანგარიშით იმარჯვა მასპინძლებთან, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ახლა „ბათუმს“ და „სამგურალს“ 28-28 ქულა მოუგროვდათ და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერები ისევ...