ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ჯერ კიდევ სამშაბათს, „დინამომ“ მოულოდნელად „დილასთან“ 1:2 წააგო. ნომინალურ მასპიძლებად დინამოელები ითვლებოდნენ, მოგეხსენებათ „დინამო არენაზე“ 21-წლამდელთა ევრიოპის ჩემპიონატის გამო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩემპიონს საშინაო მატჩების გამართვა გორში უწევს. ამისდაკვალად, გორელებს გულშემატკივრებიც მეტი ჰყავდათ ტრიბუნებზე და გაიმარჯვეს კიდეც. „დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ჩვენ ჩემპიონატში ძალიან იშვიათად ხდება....
Author: სოლომონ გულისაშვილი
პირველი იაპონური
ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა და „ბათუმი“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა. გია გეგუჩაძის გუნდი ერთადერთია ლიგაში, რომელიც ჯერ არ დამარცხებულა. ამჯერად ზღვისპირელები „ტორპედოს“ სამტრედიაში უგოლოდ დაუზავდნენ. თბილისის „დინამო“ გორში სეზონში პირველად დამარცხდა თანაქალაქელ „საბურთალოსთან“ – 1:3. დინამოელები ზორან მარუშიჩის გოლით იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმარმა საბურთალოელებმა იყოჩაღეს და სამი ბურთი (იური ტაბატაძე, გიზო მამაგეიშვილი, შეიკნე სილა)...
არსენს არსენალის სჯერა
„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ სჯერა ამ სეზონში მეთოფეების გაიმარჯვებისა. „მაინც მჯერა, რომ პრემიერლიგას მოვიგებთ!” – უთხრა ვენგერმა beIN Sports-ს. „არსენალი“ პრემიერ ლიგას 31 ტურის შემდეგ 74 ქულით ლიდერობს და უშუალო მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით უსწრებს, მაგრამ მეტოქემ ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა. ხოლო 26 აპრილს, 33-ე ტურში, მეთოფეებს თავის...
მალე მოდი, შვილო, გელოდებით
ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ის თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მეგობარ გოგონა ბრუნა ბიანკარდისთან ერთად სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა. წყვილმა გამოაცხადა, რომ შვილს ელოდებიან. გოგონამ ამას ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა, ფეხბურთელმა კი თავის პროფილზე ხელახლა გამოაქვეყნა. „ვოცნებობთ შენს დაბადებაზე, ვემზადებით ამისთვის. იმის ცოდნა, რომ მალე აქ იქნები ჩვენი სიყვარულის გასაძლიერებლად. მშვენიერ ოჯახში მოხვალ ძმასთან, ბებიასთან, ბიძასთან და დეიდასთან, რომლებიც...
ჰოლანდს რეალი წინ ელის…
მადრიდის „რეალი“ 2024 წელს „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას ეცდება. ნორვეგიელი შემტევი ფრანგი თავდამსხმელის, ქარიმ ბენზემას შემცვლელად განიხილება. „სამეფო კლუბი“ 35 წლის ფორვარდთან განშორებას გეგმავს. მისი კონტრაქტი მადრიდელებთან 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. „რეალი“ დიდი ხანია ეძებს ჰოლანდის ხელმოწერის შესაძლებლობას და დიდი ანგარიში მოამზადა მისი შეძენის უპირატესობების შესახებ, რომელიც მოიცავს დეტალურ სტატისტიკას, ასევე მედიის...
ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები
„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...
ოსიმენი ბაიერნში?
„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენი, შესაძლოა, ამ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდეს. „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა 24 წლის თავდამსხმელით აღფრთოვანებულია და ამის შესახებ ფეხბურთელის წარმომადგენლებმა და თავად ოსიმენმაც იციან. ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაიწყოს. გადასვლას მხოლოდ ნიგერიელის მაღალი ფასი და „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის სურვილი თუ შეუშლის ხელს. ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა...
გაწითლებული ოქრი
ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...
გასახდელი დერეფანში
გრემ პოტერის გუნდში მუშაობის დროს, „ჩელსის“ ფეხბურთელების რაოდენობის პრობლემა გაუჩნდა. როდესაც „ჩელსიში“ ტრავმების პრობლემა მოგვარდა, მოთამაშეთა რაოდენობა ზოგჯერ 33-40-საც აღწევდა. ამისდაკვალად, ლონდონელებს გასახდელის ხელახალი აღჭურვა მოუწიათ, რათა ადგილების რაოდენობა გაეზარდათ. ამ მომენტამდე, ზოგიერთი ფეხბურთელი იძულებული გახდა დერეფანში გამოეცვალა ტანისამოსი და გუნდის კრების დროს იატაკზე დამჯდარიყო. „ჩელსიმ“ 2 აპრილს გამოაცხადა პოტერის გუნდის მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ....
ბათუმი დინამოს არ სცილდება
ეროვნულ ლიგაში ორთავჯანი გრძელდება. „დინამომ“ და „ბათუმმა“ ისევ მოიგეს და 16-16 ქულით კვლავ ცხრილის თავში არიან. „ბათუმმა“ „სამგურალი“ 2:0 დაამარცხა პაატა ღუდუშაურისა და სანდრო ალთუნაშვილის ულამაზესი გოლებით. ეს ამბავი 24-ე წუთამდე მოხდა, ანუ ზღვისპირელრებმა პირველ ტაიმშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. აი, „დინამოს“ კი „შუქურასთან“ გაუჭირდა. თავიდან აგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ დავით კობოურმა გაათანაბრა და გამარჯვებისა ჩემპიონებმა...









