Author: სოლომონ გულისაშვილი

Home სოლომონ გულისაშვილი
გავის ტრავმა
ჩანაწერი

გავის ტრავმა

ესპანური „ბარსელონა“ ფიფასგან 3-დან 4,3 მილიონამდე ევროს მიიღებს ნახევარმცველ გავის ტრავმის გამო, რომელიც ფეხბურთელმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის მე-10 ტურის მატჩში მიიღო ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის (3: 1). „ბარსელონას“ ფულს კლუბების დაცვის პროგრამის ფარგლებში გადაუხდიან. კომპენსაციის დარიცხვა დაიწყება მოთამაშის ტრავმიდან 28-ე დღეს და დამოკიდებული იქნება მის ფიქსირებულ ხელფასზე. ერთი მოთამაშის...

მალე კაზემიროც?
ჩანაწერი

მალე კაზემიროც?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ შესაძლოა გუნდი დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელით საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა კი კაზემიროს ხელსაყრელი პირობებით გაყიდვით არის დაინტერესებული. 31 წლის კაზემირო „მანჩესტერს“ მადრიდის „რეალიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის...

დარჩა 6
ჩანაწერი

დარჩა 6

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ დასრულებამდე სამი ტური დარჩა. დაძაბულობა კი მატულობს. გამონაკლისი არც 33-ე ტური ყოფილა. „ბათუმმა“ უკვე დამატებულ წუთებზე წააგო სამტრედიაში „სამგურალთან“ (წყალტუბოელ ნიკა კალანდარიშვილს ლამაზი გამარჯვების გოლი გამოუვიდა). ბათუმელთაგან დუბლი მიითვალა პაატა ღუდუშაურმა და ბომბარდირთა მარაქაშიც გაერია. „დინამომ“ კი შინ „შუქურას“ 4:2 სძლია. თუმცა ანდრეს კარასკოს შეგირდებისთვის აუტსაიდერის ძლევა ადვილი არ ყიფილა. მეორე ნახევარში...

20 წლის ვიყავი, როცა მეგონა, რომ…
ჩანაწერი

20 წლის ვიყავი, როცა მეგონა, რომ…

„მანჩესტერ იუნაიტედიის“ ყოფილმა შემტევმა, უეინ რუნიმ აღიარა, რომ კარიერის დასაწყისში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მიზეზი უცებ გაჩენილი პოპულარობა იყო. „შემეძლო ვინმესთან მელაპარაკა, მაგრამ სხვა გზა ავირჩიე. 20 წლის ვიყავი, როცა მეგონა, რომ თავისუფლება ჩემთვის ალკოჰოლს მოჰქონდა. („მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშისას). ვსვამდი იქამდე, სანამ გონებას არ დავკარგავდი. არ მინდოდა ადამიანებთან ყოფნა, რადგან ხანდახან თავს უხერხულად ვგრძნობდი პოპულარობის...

იაგომ მონიტორი გადააყირავა
ჩანაწერი

იაგომ მონიტორი გადააყირავა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში „სელტამ“ „სევილიასთან“ ფრედ ითამაშა (1:1). „სელტამ“ ბოლო ნახევარი საათი უმცირესობაში გაატარა, მაგრამ დამატებულ წუთებზე გამარჯვების შანსი მიეცა. მსაჯმა დანიშნა პენალტი „სევილიას“ კარში, როდესაც ხესუს ნავასმა თავდამსხმელ იორგენ ლარსენს საკუთარ საჯარიმოში უჯიკა. VAR-ის გადახედვის შემდეგ, მსაჯმა გააუქმა პენალტი და საფინალოდ ჩასტვინა. შედეგად „სელტას“ კაპიტანმა იაგო ასპასმა მოედნის დატოვებისას VAR-ის მონიტორი გადააყირავა....

ბათუმი – თითქმის ჩემპიონი
ჩანაწერი

ბათუმი – თითქმის ჩემპიონი

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. „ბათუმი“ ისევ 9 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „დინამოს.“  32-ე ტურში ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. „ბათუმმა“ „გაგრას“ 3:0, ხოლო „დინამომ“ „თელავს“ 4:0 მოუგო. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა ზორან მარუშიჩმა. ეს სერბი შემტევის მეორე ორგოლაა სეზონში. კიდევ ერთი დუბლი გორელმა გიორგი გაფრინდაშვილმა შეასრულა „შუქურა“ – „დილას“ მატჩში. თანაც ეს...

მესის გამარჯვება ფარსია
ჩანაწერი

მესის გამარჯვება ფარსია

გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი 2022/23 წლების სეზონის ბოლოს „ოქროს ბურთის“ მიღებას უფრო იმსახურებდა, ვიდრე მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი. „ჰოლანდი მთელი სეზონის განმავლობაში მესიზე უკეთესი იყო. ეს ჯილდო დაუმსახურებელია და ადასტურებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჰოლანდზე უკეთესი ბოლო 12...

რევანშები და ძოძუაშვილის პირველი
ჩანაწერი

რევანშები და ძოძუაშვილის პირველი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 31-ე ტურში ტიტულის მთავარმა მაძიებლებმა „თავიანთი“ 3-3 ქულა  მოიპოვეს. ორივემ სტუმრად: „ბათუმმა“ „სამტრედიას“ აჯობა (3:1), „დინამომ“ კი „სამგურალს“ (2:0). მათ შორის  სხვაობა ისევ 9 ქულაა. „დინამომ“ რამდენიმე დღის წინათ (25 ოქტომბერს) ქვეყნის თასის მეოთხედფინალში პენალტებით წააგო „სამგურალთან.“ ამჯერად კი რევანში გამოუვიდა. ასევე იყო „დილა“ „საბურთალოს“ შემთხვევაშიც. საბურთალოელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგეს გორელებს თასზე,...

სანდრომ ფსონი აღიარა
ჩანაწერი

სანდრომ ფსონი აღიარა

ინგლისური „ნიუკასლისა“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო ტონალიმ აღიარა, რომ „მილანის“ მატჩებზე ფსონებს დებდა, როცა ამ კლუბში თამაშობდა. იტალიელი მართლაც თამაშობდა ტოტალიზატორში „მილანის“ მატჩების შედეგებზე, როდესაც გუნდში იყო. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ტონალი მხოლოდ როსონერის გამარჯვებებზე და იმ თამაშებზე დებდა ფსონს, რომლებშიც მოედანზე არ გამოჩენილა. შესაბამისად, ფსონები არ იმოქმედებდა მის მოქმედებაზე მოედანზე, რაც...

იყავი გულწრფელი!
ჩანაწერი

იყავი გულწრფელი!

ამერიკულმა კომპანია Netflix-მა დევიდ ბექემის შესახებ დოკუმენტური მინი-სერიალი გადაიღო. სერიალი მოგვითხრობს ბევრ ბიოგრაფიულ ამბავს ლეგენდარული ბრიტანელი სპორტსმენის საფეხბურთო და ყოველდღიური ცხოვრებიდან. ამავდროულად, სერიალში ყველაზე განხილული და რეზონანსული ფრაგმენტი დევიდ ბექემისა და მისი მეუღლის საუბარი იყო. ამრიგად, ვიქტორია ბექემმა თქვა, რომ ის  ჩვეულებრივი მუშათა კლასის ოჯახიდანაა. კარს მიღმა მყოფმა დევიდმა ეს გაიგო და გადაღების პროცესში ჩაერია....