საუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლასთან ახლოსაა. 33 წლის ნახევარმცველი საუდურ კლუბთან წასვლაზე შეთანხმდა.
ჰენდერსონი მალე დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება, სადაც „აიაქსში“ გადასვლის საკითხს დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ნიდერლანდური კლუბი ერთ ნაბიჯშია 33 წლის ჰენდერსონთან პერსონალური კონტრაქტის პირობების შეთანხმებამდეო.
მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
