„ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე
ოლივერ გლასნერი, ჰანს-დიტერ ფლიკი და იოახიმ ლიოვი არიან იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელის შემცვლელებად მოიაზრებიან.
„ბაიერნი“ ახლა გლასნერის კანდიდატურას განიხილავს, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანკფურტის „აინტრახტი“ გახლდათ. მანამდე ავსტრიელი სპეციალისტი „ვოლფსბურგსა“ და „ლასკში“ მუშაობდა.
გერმანიის ნაკრების სათავეში ჰანს-დიტერ ფლიკი და იოახიმ ლიოვი მუშაობდნენ. ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანელებმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს, ფლიკმა კი ეროვნული გუნდი შარშან სექტემბერში დატოვა. ჰანს-დიტერი უკვე სათავეში ედგა „ბაიერნს“ და გუნდთან ერთად ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა.
ტუხელი „ბაიერნში“ 2023 წლის მარტიდან მუშაობს. მიმდინარე სეზონში, 21 ტურის შემდეგ, მიუნხენური გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლევერკუზენს“ ხუთი ქულით ჩამორჩება. ბუნდესლიგის ბოლო ტურში ტუხელის „ბაიერნი“ სწორედ „ლევერკუზენთან“ დამრცხდა – 0:3.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:01რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
