უეფამ მხარდაჭერა გამოუცხადა ინგლისის ნაკრების, „რომასა“ და „ბენფიკას“ ყოფილ მწვრთნელს სვენ-გორან ერიქსონს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინეს.
„მთელი ევროპული ფეხბურთი შენთანაა, სვენ”, – წერს უეფას პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ ადრე ერიქსონმა განაცხადა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში სიცოცხლის ერთი წელიწადი რჩება. ერიქსონი 75 წლისაა. შვედი სპეციალისტი ინგლისის ეროვნულ გუნდს 2001 წლიდან 2006 წლამდე წვრთნიდა. ასევე მუშაობდა „ბენფიკაში“, „რომაში“, „სამპდორიასა“ და „ლაციოში“.
2022 წლიდან 2023 წლამდე სვენი მუშაობდა შვედური კლუბის „კარლშტადის“ სპორტულ დირექტორად.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 22:05არაბიძის შედევრი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 17:18იმედია, ეს ხელოვნური ინტელექტია
აქეთურ-იქითური18/08/2026 | 13:34ინტრიგა ინტრიგად…
მთავარი ამბავი11/08/2026 | 07:59ლიდერი ისევ რუსთავია
