მეოთხე წრის პირველი (ჯამში – 28) ტური უხვგოლიანი გამოდგა. 21 ბურთი გავიდა და ერთით ჩამორჩა სარეკორდო 22-ს რომელიც ფეხბურთელებმა მე-14 და 24-ე სათამაშო დღეებში გაიტანეს. სეზონის მე-400 გოლის ავტორი დანიელი ალექსანდერ იაკობსენი გახდა, რომელმაც „შუქურას“ პენალტით გაუტანა 69-ე წუთზე. ამავე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მიითვალა გიორგი წიტაიშვილმა. ეს გიორგის პირველი სამგოლაა ეროვნულ ჩემპიონატში. „ბათუმმა“ კი 6:0 სძლია...
Author: სოლომონ გულისაშვილი
აუტსაიდერების წრე
ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ლიდერი კვლავ „ბათუმია,“ რომელიც 7 ქულით უსწრებს ბოლო წლების უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს.“ 27-ე ტურში ორივემ მოიგო. ზღვისპირელებმა „ტორპედო“ ქუთაისში 3:0 დაამარცხეს, „დინამომ“ კი ტურის ბოლო შეხვედრაში თანაქალაქელ „საბურთალოს“ მოუგო – 1:0. სადებიუტო ბურთი გაიტანა დინამოელთა 23 წლის ხორვატმა ნახევარმცველმა, დენის ბუშნიამ. საგოლე გადაცემა კი ექს-საბურთალოელმა გიორგი ხარაიშვილმა მიითვალა. „დინამომ“...
ლობანოვსკი ათეულში
გამოცემა FourFourTwo-მ სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში შეიყვანა. პირველი ადგილი სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მეორე ადგილზეა რინუს მიხელსია, რომელიც „აიაქსში“, „ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობდა. სამეულს იოჰან კრუიფი ავსებს. საუკეთესო მწვრთნელების ტოპ 10 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი). რინუს...
იუვე ისევ შარშია
ტურინის „იუვენტუსი“ ეჭვმიტანილია ფინანსურ თაღლითობაში ფეხბურთელების აგენტების მონაწილეობით. იტალიის აგენტების კომისიის სამდივნომ, „ბებერი ქალბატონის“ მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა მთელი რიგი ანგარიშ-ფაქტურები ტრანზაქციებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთ ისეთ აგენტს გადაუხადეს საკომისიო, ვინც ფეხბურთელების ტრანსფერებში არ ერეოდა. პროკურატურის ინფორმაციით, აგენტები ამ სქემაში საიდუმლო შუამავლების სახით მონაწილეობდნენ. დღეს, 26 სექტემბერს, იწურება აგენტებისთვის უდანაშაულობის დამადასტურებელი ინფორმაციის...
ისევ 7 ქულა
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ და „დინამომ“ ფრედ – 2:2 ითამაშეს. მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, თუმცა ბოლოს ყველაფერი ყაიმით დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი დინამოელთა მეკარე გიორგი ლორია გამოდგა, რომელმაც 65-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯერ მამუჩაშვილს აუღო, შემდეგ კი ჯოვინოს...
ლევი ამბავი
„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ, განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბში თავისი წილი გაყიდოს. „ტოტენჰემის“ დატოვების სურვილი მაქვს, მაგრამ განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც მომივა. საუბარია არა ჩემზე, არამედ იმაზე, თუ რა არის კლუბისთვის სასარგებლო,“ – თქვა ლონდონელმა ფუნქციონერმა. დანიელ ლევის, „ტოტენჰემის“ მმართველ პარტნიორს, კლუბის წილის 25% ეკუთვნის. საკონტროლო პაკეტს – 60% უფროსი პარტნიორი ჯო...
როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება…
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა „რეალის“ დამრიგებელ კარლო ანჩელოტისთან კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებების კუთხით. „ანჩელოტიზე ჩემპიონთა ლიგის უფრო მეტი ტიტულის მოგება? მას ამ მხრივ ვერ ვაჯობებ, რადგან ერთხელ მოვიგე ეს თასი, როგორც ფეხბურთელმა, მან კი ოთხჯერ. ანჩელოტის ვერ დაამარცხებ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. მე უფრო ახალგაზრდა ვარ, ასე...
კარგად ვარ, არ ინერვიულოთ…
„თელავმა“ „კავკასიონ არენაზე“ სენსაცია შემოგვთავაზა, ლიდერი „ბათუმი“ დაამარცხა (2:1), 24 ქულა მოაგროვა და 5 პუნქტით დაშორდა ფლეი აუტის ზონას. „ბათუმმა“ სულაც პირველად წააგო გასვლითი შეხვედრა მომდინარე სეზონში. ასევე ახალ გუნდთან ერთად პირველად დამარცხდა ზღვისპირელთა მწვრთნელი, ანდრი დემჩენკო. თამაში კარგი საცქერი გამოდგა. ეგ არის, უკვე დამატებულ წუთებზე ბათუმელთა შემტევ ჯოვინო ფლამარიონს მეტოქის საჯარიმოში კარიდან გამოსული თელაველთა...
როცა უკან სერხიო რამოსს ხედავ…
ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელმა, სუსომ, პარი სენ-ჟერმენის ყოფილი მცველის, სერხიო რამოსის ტრანსფერზე ისაუბრა. „სერხიოს ყველა კარგად ვიცნობთ. მას ნაკრებში შევხვდი და ის შესანიშნავი ბიჭია. მონტეკასტილოში ყოფნისას, როცა სიახლე გავიგე, ორი-სამი შეტყობინება გავუგზავნე და მიპასუხა, რომ სურდა ჩამოსვლა. ეს შესანიშნავი იქნება გუნდისთვის. მისი გამოცდილების წყალობით. როცა უკან იხედები და სერხიო რამოსს ხედავ, ყველაფერი სხვაგვარად ხდება.“ – ციტირებს...
ნიკო ლივერპულში
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ბილბაოს“ თავდამსხმელის, ნიკო უილიამსის შეძენით დაინტერესდა. 21 წლის ესპანელს „ლივერპული“ მოჰამედ სალაჰის შემცვლელად განიხილავს, რომელიც, სავარაუდოდ, 2023/2024 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. „წითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, უილიამსის თამაშს აკვირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი თავდამსხმელის „ლივერპულში“ ტრანსფერი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს განხორციელდეს. პერსპექტიული ფორვარდის ტრანსფერის საკომპენსაციო თანხა 60 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში...








