გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შედეგად გაირკვა, რომ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონობისთვის ბრძოლას ერთადერთი ქართველი გააგრძელებს. პარალელურად გაირკვა ლიგაში დარჩენა-გავარდნის ამბავი, ინგლისის ჩემპიონიც გამოვლინდა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის გამარჯვებულიც ტოპ 14 გიორგი ახალაძის „კლერმონი“ ბასკეთს ესტუმრა და იქაურ „ბაიონს“ ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირა. მასპინძლებმა 20:3 იმარჯვეს და საჩემპიონო პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც 20 ივნისს რეგულარული სეზონის მომგებ „ტულუზს“...
Author: სლავა გასპაროვი
მონტობანი პრო დ2-ის ჩემპიონია
ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგაში, საფრანგეთის ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი-ოფის ბადეც ჩამოყალიბდა. ტოპ 14 ევროპის ბოლო ორი წლის საკლუბო ჩემპიონებმა „ტულუზმა“ და „ბორდომ“ შესაბამისად პირველი და მეორე ადგილი დაიკავეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჩემპიონო პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან, თანაც ამ სტადიაზე საკუთარი კედლების უპირატესობით ისარგებლებენ. მესამე ადგილზე ბექა გიგაშვილის „ტულონი“ გავიდა, რომელიც პლეი-ოფის...
ორიაკი დარჩა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ში ბოლო ტურიღა დარჩა გასამართი, პრო დ2-ში ფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო „ქართულმა“ „ორიაკმა“ პლეი-ოფში გამარჯვებით ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ტოპ 14 „ტულუქმა“ ჩელენჯ თასის ფინალისტ „ლიონს“ დამაჯერებლად, 43:3 მოუგო და მდევარ „ბორდოს“ მთელი 17 ქულით დაცილდა. ირაკლი აფციაურმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ზედაც ბოლო 7 წუთი წაამატა. მეორე ადგილისთვის ორი მებრძოლი კი...
პატარა გორი დიდ 10-ში
სარაგბო ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინალმა, რომელიც დედაქალაქურ „ავჭალაზე“ გაიმართა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო თამაში, რომელიც აშკარად იმსახურებდა დიდი ფინალის წოდებას. რეგულარული სეზონის მომგები „გორი“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო პირველი ლიგის ახალბედა თბილისის „წიქარასთან“ დაპირისპირებაში, თუმცა ამ დრამატული მატჩის თავბრუდამხვევმა სიუჟეტმა მაყურებელი და ორივე მოწინააღმდეგე მხარე უკიდურეს დაძაბულობაში ბოლო წამამდე ამყოფა. „გორმა“ თამაშის ბოლოსწინა წუთზე გატანილი...
ბორდოსფერი ოვალური ევროპა
ევროპული რაგბის მთავარი საკლუბო ტურნირი ფრანგულმა „ბორდომ“ მოიგო, რომელმაც ფინალში „ნორთჰემპტონ სეინთსი“ დაამარცხა. რანგით მეორე ევროტურნირზე – ჩელენჯ თასზე კი პირიქით მოხდა – ინგლისურმა კლუბმა ფრანგულს აჯობა, კერძოდ, „ბათმა“ ქართველების „ლიონს“ სძლია. პარალელურად პრო დ2-ში პლეი-ოფი დაიწყო… ჩემპიონთა თასი ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა თავის მესამესაჩემპიონთათასო ფინალში მეორე ტიტულის მოპოვებას ლამობდა, მაგრამ „წმინდანებმა“ ვერაფერი მოუხერხეს უმძლავრს „ბორდოს“,...
ნიკა ამაშუკელი – ჩემპიონთა თასის ფინალის რეფერი!
ამასაც ვეღირსეთ! ათიოდე წლის წინათ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ქართული რაგბი ასეთ აღიარებას ეღირსებოდა, თუმცა რეალობა ისაა, რომ ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველი სარაგბო მსაჯია, რომელიც ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ფინალს რეფერის რანგში მოემსახურება. პრინციპში, ამ ახალგაზრდა კაცის მიზანდასახულმა შრომამ, რაგბის სიღრმისეულმა ცოდნამ, განვითარების საოცარმა უნარმა და ამ თამაშის უსაზღვრო, ფანატიკურმა სიყვარულმა თავიდანვე ცხადჰყო, რომ ადრე თუ...
დიდი 10 ბათუმურად
2024-2025 წლების დიდი 10-ის სეზონის გადამწყვეტ მატჩში „ბათუმმა“ ქუთაისის „აიას“ 14:10 მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა. არადა მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ იმართებოდა და ამ მხრივ მასპინძლებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ბათუმურ გუნდს ზღვისპირეთიდან იმდენი ქომაგი წაჰყვა, რომ ტრიბუნებზეც ფაქტობრივად ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც სათამაშო მოედანზე. ეს იყო ორი კარგი გუნდის უდაძაბულესი და უდრამატულესი...
ინგლისურ-ფრანგული ქართული აქცენტით
გასულ უქმეებზე სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა. ორივე ტურნირში – ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასზეც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისური და ფრანგული კლუბები, ხოლო ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთში ერთბაშად ოთხი ბორჯღალოსანი თამაშობს. ჩემპიონთა თასი 2025 წლის ევროპის უძლიერესი სარაგბო კლუბის წოდებისთვის გადამწყვეტი მატჩი 24 მაისს 17:45-ზე პლანეტის ერთ-ერთ უმთავრეს სარაგბო არენაზე – კარდიფის „მილენიუმზე“ დაიწყება, რომელიც დღეს...
მატკავამ ტოპ 14 დაიწყო
გასული უქმეები საფრანგეთში მოთამაშე ქართული სარაგბო ლეგიონის მაღალშედეგიანობით აღინიშნა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მაინც ლუკა მატკავას ამბავი იყო: „შავი ლომიდან“ „კასტრში“ ახლახან გადაბარგებულმა მგეზავმა საფრანგეთის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩი გამართა. ტოპ 14 მართალია, „კასტრმა“ საფრანგეთისა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ „ტულუზთან“ სტუმრობა კატასტროფული მარცხით (6:52) ჩაამთავრა, მაგრამ თავად მატკავასთვის ეს თამაში ნამდვილად დასამახსოვრებელი იყო. ქართველი მგეზავი თავის...
რაგბის ახალი თავი
საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრებამ რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია. ხმათა უმრავლესობით, მომავალი 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე შეცვალა, რომელიც ქართულ რაგბს 4 წელიწადი თავკაცობდა – 2021 წლიდან დღემდე. 40 წლის დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს ჰქონდაა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი – 122...









