საფეხბურთო სფეროს თუ ავიღებთ, მთელი ამ დღეების ერთ-ერთი გმირი გახლავთ იტალიელი რობერტო დე ძერბი. ის დონეცკის „შახტარის“ მწვრთნელია, უკრაინიდან არსადაც არ მიდის და აცხადებს, რომ არსად არ წავა, სანამ ბოლო ლეგიონერი ფეხბურთელი არ დატოვებს უკრაინას. „მე წავიდე და ჩემი გუნდის 18 წლის ფეხბურთელი აქ იყოს?“ – მისია ეს სიტყვები. დე ძერბი შარშან „სასუოლოდან“ წავიდა „შახტარში“....
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
ფიფა – ეს არ კმარა!
რა სანქციებიც ფიფამ რუსეთს დაუწესა, საკმარისია ვითომ? როგორც იცით, ფიფამ განაცხადა: მარტში მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში რუსეთის ნაკრები ითამაშებს, ოღონდ ჰიმნის, დროშისა და ფანების გარეშე. საშინაოდ დანიშნულ შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს და არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) სახელით. პოლონეთი მაინც უარზეა: რუსების წინააღმდეგ არ ვითამაშებთო… პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშმა თქვა, ფიფას ეს...
მესი კომფორტია
კილიან მბაპემ ქება და ქება მიუძღვნა ლეო მესის. ეს პსჟ – „სენტ ეტიენის“ მატჩის მერე, რომელიც 3:1 დასრულდა და რომელშიც მბაპემ ორი გოლი გაიტანა. „მესი ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ პსჟ-ში თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება. „ოქროს ბურთის“ 7-გზის მფლობელსაც კი სჭირდება ადაპტაცია და არაა გასაკვირი, რომ ლეოსაც ჰქონდა ეს პერიოდი. … ყოველთვის ვამბობდი, რომ მასთან...
ჩემპიონობა? შანსი არ გვაქვს
„იუვენტუსის“ მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონი ამ სეზონში ვერ გახდება. თავს იზღვევს, ეშმაკობს თუ გულწრფელია 54 წლის სპეციალისტი, აბა, რა გითხრათ… „ტიტულისთვის ბრძოლას გამოვეთიშეთ. ვფიქრობ, სკუდეტოს მოსაგებად 85 ქულაა საჭირო, ჩვენ კი ამდენს ვერ ვაგროვებთ. გასულები ვართ იტალიის თასის ნახევარფინალში, სადაც „ფიორენტინას“ ვხვდებით. ასევე, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალის“ ბარიერი უნდა გადავლახოთ, ხოლო ყოველწლიურად...
პატარა ნეიმარი რეალში
პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში „რეალის“ აკადემიაში მიიწვიეს. „ეს გასინჯვა იყო. 10 წლის ვიყავი. „გალაქტიკოსის“ პერიოდში… რომელიღაც თამაში მახსოვს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველა გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს. მგონი, ორი რონალდომ, ერთი რობერტო კარლოსმა, ჟულიო ბაპტიშტამ საჯარიმო და რობინიომაც. მადრიდში ერთი კვირა დავრჩი. მეხუთე დღეს მათ მითხრეს, რომ ტურნირზე სურდათ ჩემი წაყვანა, მაგრამ უარი...
ალე, ალე, ალე
სებასტიან ალერი შეუჩერებელია. „აიაქსის“ კოდტივუარელმა „ბენფიკასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისას ჯერ თავის კარში გაიტანა, სამ წუთში კი მეტოქის კარიც მოძებნა. საბოლოოდ, 2:2. ალერმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში უკვე 11 გოლი მოაგროვა და საინტერესოა, რომ ზედიზედ 7 შეხვედრაში გაიტანა. ზედიზედ 7! ჯერ ლიგაში უგოლო თამაში არ ჰქონია. აქამდე, ჩემპიონთა ლიგაში საწყის 5 შეხვედრაში ჰქონდათ გატანილი ალესანდრო დელ პიეროსა...
არა რუსეთს !!! არა გაზპრომს !!!
ჩემპიონთა ლიგის ფინალი არა სანკტ-პეტერბურგის გაზპრომის სტადიონზე, არამედ პარიზის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება – 28 მაისს. საკითხი უეფას აღმასკომზე გადაწყდა. „სტად დე ფრანსი“ პარიზის გარეუბან სენ-დენიშია. სტადიონი 1998 წელს აშენდა და საფრანგეთის ნაკრებმა პირველი მსოფლიო ჩემპიონობა სწორედ იქ იზეიმა. მას შემდეგაც ბევრი დიდი მატჩი გაიმართა 80 000-იან სტადიონზე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2000 და...
ეს ყველაზე დიდი მიღწევაა…
ანდრეი შევჩენკომ განცხადება გააკეთა უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „ოქროს ბურთის“ მფლობელმა უკრაინელმა თანამემამულეებს ერთიანობისკენ მოუწოდა: „უკრაინა ჩემი სამშობლოა. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ხალხითა და ჩემი ქვეყნით! დიდი რთული პერიოდი გავიარეთ და ბოლო 30 წელი მოვახერხეთ ფორმირება, როგორც ერმა. ჩვენ ვართ გულწრფელი, შრომისმოყვარე და თავისუფლების მოყვარული ადამიანების ქვეყანა! ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ჩვენთვის. დღეს რთული...
ბარსელონა დასვენების დღესაც ვარჯიშობს
რაც ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელად დაინიშნა, ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალაო, – ხშირად წერს ესპანური პრესა. თავად ჩავის განცხადებაც ბევრს ნიშნავს: „ბარსას“ მაისურა 10 კილოგრამით მძიმეა“! ახლა კი ის მომხდარა, რომ დასვენების დღეს „ბარსას“ 9 ფეხბურთელი მაინც სავარჯიშოდ მისულა ბაზაზე. ეს 9 ფეხბურთელია: სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, სერხიო რობერტო, ფერან ტორესი, კლემან ლენგლე, ერიკ გარსია, მემფის...
ევულუციიდან მილიონი წლის მერე …
რუსეთ-უკრაინის ამბები იცით და ცნობილმა ინგლისელმა საფეხბურთო ექსპერტმა, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირმა გარი ლინეკერმაც გააკეთა კომენტარი. „ევროპა ომის ზღვარზეა. ხალხი – ეს არის საკვირველი ქმნილება. ევოლუციიდან მილიონი წლის შემდეგაც კი ისეთი დაბალი ინტელექტით, რომ სულელზე დაბლა დგანან“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ნაწილი – „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ – სცნო...









