„ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდი მიიჩნევს, რომ აფრიკელობის გამო დაიჩაგრა. მენდიმ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ერთი ხმაც კი ვერ მიიღო. „საუკეთესო პასუხი იქნება, რომ ისევ ისე გავაგრძელო თამაში და დავამტკიცო, რომ ტოპ-30 ფეხბურთელს შორის უნდა ვიყო. ვფიქრობ, აფრიკელობამ დათვური სამსახური გამიწია, რადგან გასულ წელს არცერთ სანაკრებო დიდ ტურნირზე არ მითამაშია,“ – თქვა სენეგალელმა მენდიმ. სამაგიეროდ, მენდიმ 2022...
Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)
როისი, დორტმუნდი, აიწონა-დაიწონა
ასეთი აიწონა-დაიწონა გუნდი ევროპაში, ალბათ, არც არის. „დორტმუნდი“ საოცრებებს სჩადის. ამჯერად მეზობელ „გლადბახს“ 6:0 მოუგო, არადა სულ ბოლო ორკვირიან მონაკვეთში იყო, შინ „ლევერკუზენთან“ 2:5 და „გლაზგო რეინჯერსთან“ 2:4 წაგება რომ მოახერხა. ორი სხვადასხვა გუნდია „დორტმუნდი“. თუ თამაში წაუვა, მართლაც ლამაზად თამაშობს, შეტევა და შეტევა, ხალისი, მოწყენის გარეშე. მარკო როისი – ეს სხვა თემაა. „დორტმუნდის“ 32...
ასე ფეხბურთის თამაში არ შეიძლება
„ინტერმა“ კვირა საღამოს შინ 0:2 წააგო „სასუოლოსთან“. ბოლო დროს აურია სიმონე ინძაგის გუნდმა და გამოჩნდა, რომ ჯერ მაინც ვერაა ის გუნდი, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე რომ გაიწიოს, ან სერია A ერთი ამოსუნთქვით მოიგოს – როგორც ამას თავის დროზე „იუვენტუსი“ აკეთებდა. მოკლედ, „ინტერი“ და სტაბილურობა ერთად ვერ გამოდის. აი, რა თქვა ინძაგიმ: „ძალიან გაბრაზებული ვარ ფეხბურთელების საქმისადმი...
ისევ!
ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა „ვერონასთან“ მატჩისას გაძევებაზე. პორტუგალიელი სპეციალისტი ძირითადს დამატებულ დროს გააწითლეს უცნაური ჟესტისთვისა და ყვირილისთვის… ხელების მოძრაობა ისე გააკეთა, თითქოს ტელეფონზე რეკავდა. „რომა“ 0:2-ს აგებდა „ვერონასთან“ და 2:2 ითამაშა. ბოლოს რომაელები უტევდნენ და როგორც ჩანს, იმ მომენტში ჟოზე მხოლოდ 4 წუთის დამატებისთვის გაბრაზდა. ისე, ამ სეზონში ჟოზე, „რომა“ და მსაჯები გახმაურებული თემაა. გუნდის...
მესის თამაშისას ზურგით დგანან?
სერხიო აგუერომ ლეო მესი დაიცვა, სულ ტყუილად აკრიტიკებენ, ძალიან კარგად თამაშობსო. ა აგუერო, როგორც იცით, მესის მეგობარია. კუნმა სამი თვის წინ დაასრულა კარიერა, რადგან გულზე ჰქონდა პრობლემები… „ლეოსთან სისტემატური კავშირი მაქვს. არა მხოლოდ მასთან, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ჯგუფთან. ფრანგული პრესა მესის ურტყამს. ისინი რა, ზურგით დგანან თამაშის დროს? მესი კარგად თამაშობს, სხვებზე ხუთი თავით მაღლაა“....
ნეიმარი ბრაზილიაზე წუხს…
სხვა ფასეულობები, დროში სხვაობა, თაობათა ცვლა – საინტერესო ამბავს შეეხო ნეიმარი. 30 წლის ბრაზილიელს გული წყდება ფანების შედარებით ნაკლებ ჩართულბაზე: „ბრაზილიის ნაკრები გულშემატკივრებისგან განცალკევებულია. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ჩვენს თამაშებზე ცოტას წერენ და ცოტას ლაპარაკობენ. ცუდი და მოსაწყენია, იყო ბრაზილიის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ქვეყნის ნაკრების თამაში ჰქვია“....
მბაპეს დედა ბინას არჩევს
კილიან მბაპეს პსჟ-დან „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე საუბარი არ წყდება. წავა? დარჩება? დღეს ახალი ამბავი გაირკვა: მბაპეს დედა თურმე მადრიდში ბინას არჩევს და მდიდარ რაიონ ლა-მორალეხაში ორი სახლში შეურჩევია. გუშინ კი ესპანურ და ფრანგულ პრესაში დაიწერა, მბაპეს პსჟ-ში დარჩენით თავად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არიან დაინეტერესებულებიო. ცნობილია, რომ მაკრონი 23 წლის...
ჰასან, ეს ჩემი საქმეა
ლოთარ მათეუსმა „ბაიერნის“ უკანა ხაზის ფეხბურთელები გააკრიტიკა, „ბოხუმთან“ რაც გააკეთეს (მიუნხენელებმა 2:4 წააგეს), ასე თამაში არ შეიძლებაო. ლეგენდარული მათეუსი საფეხბურთო ექსპერტია და პირველად არ გაუკრიტიკებია მიუხენელები… მათეუსის სიტყვები კი „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს არ ესიამოვნა და მოკლედ მოჭრა: „ჩემთვის სულერთია, ის რას იტყვის“. მათეუსმა კი ახსნა: „თამაშის შეფასება ჩემი, როგორც ჟურნალისტის, საქმეა. ჰასან, ნაგელსმანი...
იმპერატორი
ბრაზილიელი ადრიანოს დაბადების დღეა… 40 წლის გახდა. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, როგორ აურია ფეხბურთელმა თავისი კარიერა. ყოფაქცევაში ორიანი — ადრე ხომ იყო ასეთი რამ? ზუსტად ესადაგება ადრიანოს, რომელმაც კარიერა ფაქტიურად 24 წლის ასაკში დაასრულა. არა, კიდევ დიდხანს ითვლებოდა მოქმედ ფეხბურთელად, მაგრამ 24 წლის მერე სულ რეგრესი ჰქონდა. ცოტა ხანს გამოანათა კიდევ ერთხელ „ფლამენგოში“, მაგრამ ისევ ჩაეშვა....
სირცხვილია
… ორმა რეალელმა გააკეთა ასეთი კომენტარი: ოღონდ, სხვადასხვა ინტერპრეტაციით. ჯერ მადრიდელთა ყოფილმა შემტევმა, ცნობილმა სერბმა პრედრაგ მიატოვიჩმა შეაფასა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგაში 0:1 წაგება, მერე კი ტიბო კურტუამ თქვა თავის გაშვებულ გოლზე. მიატოვიჩი „თამაშის წინ კარგი წინათგრძნობა მქონდა. მეგონა, „რეალი“ თავის სტილს აჩვენებდა, მაგრამ შეშფოთებული და ყველანაირად გაწბილებული ვარ. ეს სირცხვილია. გუნდი ნელა მოძრაობდა, ხასიათიც ვერ აჩვენა....








