Author: ილია ნანობაშვილი (ilia nanobashvili)

Home ილია ნანობაშვილი
ჩახუტება 0:5 წაგების მერე
ჩანაწერი

ჩახუტება 0:5 წაგების მერე

ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 წაგების მერე საინტერესო რამ თქვა: „მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს ჩავეხუტო. მათ ყველაფერი გააკეთეს, მთელი ძალები შეალიეს თამაშს. არ დაგვავიწყდეს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. დრო გვჭირდება, რათა უფრო ძლიერად ვითამაშოთ. ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობით, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში ასეთი კარგი თამაშით დიდი ნაბიჯი გადავდგით, შარშანდელთან შედარებით ეს დიდი...

გერმანია ბაიერნის წინააღმდეგ !
ჩანაწერი

გერმანია ბაიერნის წინააღმდეგ !

ული ჰიონესი გაბრაზდა. „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ბუნდესლიგაში ჩემპიონის ფლეი-ოფით გამოვლენაზე კომენტარი გააკეთა. მოკლედ, არის იდეა რეგულარული სეზონის მერე მცირე ფლეი-ოფი რომ ჩატარდეს, სადაც ბუნებრივია, უფრო მეტია მოულოდნელობის ალბათობა… აბა, მარათონში „ბაიერნი“ დღესაც აყრის მეტოქეებს, ვხედავთ. იდეა გერმანიის საფეხბურთო ლიგაში გააჟღერეს და სხვათა შორის, „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა მოიწონა. „ეს კანის აზრია, ჩემი – არა....

ბერარდის ათიანები
ჩანაწერი

ბერარდის ათიანები

დომენიკო ბერარდი მიმდინარე სეზონში პირველი ფეხბურთელია, რომელიც 10 გოლზე და 10 საგოლე პასზე ავიდა. ორნიშნა რიცხვზე… ოღონდ, საუბარია ტოპ-ხუთეულის ჩემპიონატებზე. ბერარდი, როგორც იცით, „სასუოლოში“ თამაშობს, 27 წლისაა და საკლუბო ტიტული საერთოდ არ აქვს. სხვათა შორის, 20 წლის რომ იყო, „მილანს“ ერთ შეხვედრაში 4 გოლი გაუტანა… შარშან სერია A-ში მსგავსი მიღწევა ორ ფეხბურთელს ჰქონდა: რომელუ ლუკაკუსა...

ინსინიემ მარადონას გაუსწრო
ჩანაწერი

ინსინიემ მარადონას გაუსწრო

ლორენცო ინსინიემ 116-ე გოლი გაიტანა „ნაპოლის“ მაისურით, რითაც გადაუსწრო დიეგო მარადონას. დიეგოს 115 ჰქონდა. ინსინიემ „ინტერთან“ სერია A-ს უპრინციპულეს მატჩში პენალტი გამოიყენა და მისი გუნდი იგებდა, მაგრამ თამაში 1:1 დასრულდა. ინსინიეს 116 გოლი კი აქვს, მაგრამ პირველ ადგილზე არაა და ვერც გადავა, რადგან ზაფხულიდან MLS-ის კლუბ „ტორონტოში“ გადადის. თუ მერე ისევ უკან დაბრუნდება, სხვა საქმეა. ლორენცო...

… ან მაშინ როგორ მოახერხა, ან – ახლა?
ჩანაწერი

… ან მაშინ როგორ მოახერხა, ან – ახლა?

„ბოხუმი“-„ბაიერნი“ 4:2… რამდენს ნიშნავს მანუელ ნოიერი. მისი არყოფნა წამალივით იყო მასპინძლებისთვის. წუხელ მიუნხენელებისთვის კარგი არაფერი მომხდარა, გარდა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის მიღწევისა. რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა და კარიერაში 600 გოლი მოუგროვდა. პოლონელს აქედან 331 ბურთი „ბაიერნის“ მაისურით გაუტანია, 103 ბურთი „დორტმუნდში“ ჰქონდა შეგდებული, დანარჩენები – პოლონეთში. გოლების მანქანაა ეს კაცი. შაბათს კი „ბაიერნმა“ ბოხუმში ოთხივე გოლი...

ჟოტა მხსნელი
ჩანაწერი

ჟოტა მხსნელი

„ლივერპული“ აფრიკის თასის გადამკიდე დაბლა დაეშვება და თამაშებს ვერ მოიგებსო… ტყუილი შფოთვა გამოდგა. იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ 5 მატჩში გაიმარჯვა, საერთო ჯამში 13:2. ამჯერად „ლესტერს“ 2:0 აჯობა და თან ხარისხიც უმაღლესი იყო – ნაღდი ლივერპულური. ამ პერიოდში, სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის არყოფნაში, გაიბრწყინა დიოგო ჟოტამ. პორტუგალიელი აქამდეც ფიგურა იყო, ახლა კი უკვე სხვა დონეზე...

უმცროსი ძმა სჯობს
ჩანაწერი

უმცროსი ძმა სჯობს

ფილიპო ინძაგი „ბრეშიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს. „თამაშგარეში დაბადებული“ ინძაგი (როგორც ერთხელ ალექს ფერგიუსონმა უწოდა) არცთუ ცუდად მუშაობდა, გუნდი სერია B-ში მესამე ადგილზე იყო და რატომ გაათავისუფლეს, ცოტა უცნაურია. ეგაა, ბოლო ტურში „ბრეშიამ“ „კოზენცას“ ვერ მოუგო… პიპომ მხოლოდ 8 თვე იმუშავა პოსტზე. აი, უმცროს ინძაგის, სიმონეს, დიდებულად მისდის საქმე. „ინტერს“ წვრთნის და გუნდი სერია A-ს...

ზულე – წონაც მიზეზია და ფულიც
ჩანაწერი

ზულე – წონაც მიზეზია და ფულიც

რატომ გაიყარა „ბაიერნისა“ და ნიკლას ზულეს გზები? როგორც იცით, ფეხბურთელმა წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა „დორტმუნდთან“, თუმცა კითხვები დარჩა: რატომ შეელია მიუნხენური გრანდი გერმანიის ნაკრების მცველს? ან თავად ზულე რატომ აცხადებდა, რომ გუნდში დარცენის დიდი სურვილი არ ჰქონდა? Kicker-ი წერს, რომ მთავარი მიზეზი ზულეს წონაა. ლიმიტი 100 კილოგრამია, ის კი არდადაგებიდან 104 კგ. დაბრუნდა. და ეს არ...

არ მოგწონთ კოუტინიო?
ჩანაწერი

არ მოგწონთ კოუტინიო?

სტივენ ჯერარდი შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ კოუტინიუ შეაქოს. ან რატომ არ უნდა შეაქოს? ბრაზილიელმა „ასტონ ვილა“ – „ლიდსის“ მატჩში გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა, შეხვედრა კი 3:3 დასრულდა. კოუტინიუ „ასტონ ვილას“ პირველი ფეხბურთელია ამ საუკუნეში, რომელმაც საშინაო „ვილა პარკზე“ პირველ ორ თამაშში გაიტანა გოლი (პრემიერლიგას ვგულისხმობთ). ბრაზილიელი ნახევარმცველი ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, თავის...

უეინ რუნის აღიარება…
ჩანაწერი

უეინ რუნის აღიარება…

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ლიდერმა და ამჟამად „დერბი ქაუნთის“ მწვრთნელმა უეინ რუნიმ 2006 წელს „ჩელსისთან“ ერთ-ერთი მატჩი გაიხსენა. „ვიცოდით, „ჩელსი“ თუ მოიგებდა, პრემიერლიგის ჩემპიონი გახდებოდა. მე ყოველთვის პლასტიკატის ქაცვიანი ბუცები მქონდა მეტალის ბოლოებით. ამ თამაშისთვის კი შევცვალე მაქსიმალური სიგრძის ქაცვებიანი ბუცებით და მთლიანად მეტალით, რადგან მსურდა ვინმესთვის ტრავმა მიმეყენებინა. …ვგრძნობდი, მათ მოგების მეტი შანსი ჰქონდათ, მძლავრი...