არა რუსეთს !!! არა გაზპრომს !!!

Home კატეგორიის გარეშე არა რუსეთს !!! არა გაზპრომს !!!
არა რუსეთს !!! არა გაზპრომს !!!

UEFA Champions League Final: Match at Stade de France Not St. Petersburg -  Bloombergჩემპიონთა ლიგის ფინალი არა სანკტ-პეტერბურგის გაზპრომის სტადიონზე, არამედ პარიზის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება – 28 მაისს.

საკითხი უეფას აღმასკომზე გადაწყდა.

„სტად დე ფრანსი“ პარიზის გარეუბან სენ-დენიშია. სტადიონი 1998 წელს აშენდა და საფრანგეთის ნაკრებმა პირველი მსოფლიო ჩემპიონობა სწორედ იქ იზეიმა.

მას შემდეგაც ბევრი დიდი მატჩი გაიმართა 80 000-იან სტადიონზე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალები 2000 და 2006 წლებში: „რეალი“-„ვალენსია“ 3:0, „ბარსელონა“-„არსენალი“ 2:1.

ფინალი რატომაც გადაიტანეს, ამას ალბათ აღარ სჭირდება ახსნა. ომი…

21-ე საუკუნეში ასეთი ამბები ხდება. ეს საფეხბურთო სფეროში პირველი ნაბიჯია რუსეთის წინააღმდეგ და ვნახოთ, შემდეგი… კიდევ ბევრი იქნება…

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ