ფიფა – ეს არ კმარა!

Home დავთარი ფიფა – ეს არ კმარა!
ფიფა – ეს არ კმარა!
No description available.რა სანქციებიც ფიფამ რუსეთს დაუწესა, საკმარისია ვითომ?
როგორც იცით, ფიფამ განაცხადა: მარტში მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში რუსეთის ნაკრები ითამაშებს, ოღონდ ჰიმნის, დროშისა და ფანების გარეშე.
საშინაოდ დანიშნულ შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს და არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) სახელით.
პოლონეთი მაინც უარზეა: რუსების წინააღმდეგ არ ვითამაშებთო…
პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშმა თქვა, ფიფას ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოაო.
კულეშამ ევროპის ყველა ქვეყნის ფედერაციას მოუწოდა, რუსეთს ბოიკოტი გამოვუცხადოთო. შვედეთმა და ალბანეთმა აუბეს მხარი. ინგლისმა კი აბსოლუტურად ყველა საფეხბურთო დონეზე იუარა რუსეთთან თამაში – საკლუბოზეც და სანაკრებოზეც.
ვნახოთ, სხვა გავლენიანი ქვეყნები რას იზამენ. თუ ბევრმა გამოაცხადა ბოიკოტი, მაშინ ფიფა იძულებული გახდება, რუსეთი სათამაშოდ არ დაუშვას.
მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფებია დადგეგმილი, მათ შორის, რუსეთი-პოლონეთი, შვედეთი-ჩეხეთი. გამარჯვებულები შემდეგ ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და ამ ოთხიდან საუკეთესო გავა მონდიალზე. ასე იყო, მაგრამ იქნება?.. ალბათ ვეღარ.
მართალია, ფიფას რუსეთისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას აქამდეც ყველა ხედავდა და მსოფლიო ჩემპიონატიც ჩაატარებინეს. ჯანი ინფანტინოსა და ვლადიმირ პუტინის კარგ დამოკიდებულებაზცე ყველამ იცის, მაგრამ მთელი საფეხბურთო კავშირი თუ ერთად დადგა, რას იზამს ფიფა?! სადამდე მივა ეს?!
ბოლოს და ბოლოს, რუსეთს მსოფლიო ჩემპიონადაც ხომ არ გამოგვიცხადებენ?

ავტორის პროფილი

ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ