ყოფილმა მსაჯმა, ფიფას მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარემ პიერლუიჯი კოლინამ თქვა, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დანერგილი ახალი წესებით კმაყოფილია. ლაპარაკია სხეულზე დამაგრებულ კამერებზე, ნახევრადავტომატურ ტექნოლოგიებსა და მეკარეთათვის დროის გაყვანის შეზღუდვაზე. აღსანიშნავია, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი შეჯიბრებაა, სადაც სხეულზე დამაგრებული კამერები გამოცადეს. „კამერების ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა. ველოდით, რომ მაყურებლისთვის ეს რაკურსი საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ასეთი გამოხმაურება თუ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ყველაზე დიდ გაურკვევლობაში მიქაუტაძეა
„ლიონი’’ ახალ სეზონს ელოდება: ლიგა 2-ში დაქვეითებას გადარჩენილი „გონები’’ 17 აგვისტოს ლიგა 1-ის ახალ სეზონს იწყებენ. მათ პირველი შეხვედრა სტუმრად აქვთ „ლანსთან’’. და მაინც, ჟორჟ მიქაუტაძის მშობლიური ქალაქის კლუბი ტურბულენტურობის ზონიდან არ გამოსულა. ამერიკელი ჯონ ტექსტორის შეცდომებით აღსავსე ორწლიანი მმართველობა უკვალოდ ვერ ჩააივლიდა. მართალია, ლიონელთა გერმანელი სპორტული დირექტორი მიხაელ გერლინგერი ცდილობს ტაქტიანად ილაპარაკოს, მაგრამ როგორც...
აშრაფ ჰაკიმის საჩუქარი მატჩის შემდეგ
ესპანური „მარკა’’ წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „რეალს’’ ოთხი გოლი გაუტანა, მაგრამ პარიზელთა მარჯვენა მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ არანაკლებ ლამაზი გოლი მატჩის შემდეგ შეაგდო, როდესაც DAZN-ის ჟურნალისტებთან ინტერვიუსთვის მივიდა. საქმე ის არის, რომ ჟურნალისტთაგან ერთ-ერთი გახლდათ „რეალის’’ ყოფილი ვარსკვლავი და ყმაწვილთა გუნდის მწვრთნელი გუტი, რომელსაც ჰაკიმიმ თავის მაისურა აჩუქა. მაროკოელის ეს ნაბიჯი...
კვარას მწვავედაც რომ ეთამაშაო
„პარი სენ ჟერმენმა’’ მეოთხედფინალში „ბაიერნის’’ 2:0 დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში „რეალს’’ 4:0 მოუგო და ეს ძალიან ადვილად გააკეთა. ლუის ენრიკეს ლაშქარი ფინალში „ჩელსის’’ ხვდება. თუ გაიმარჯვებს სეზონის ბოლო, მეხუთე ტიტულსაც მოიპოვებს. პარიზელებმა პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარეს, „რეალზე’’ ზეწოლა განახორციელეს და ათ წუთში მთელს მსოფლიოს ცხადად აჩვენეს, თუ რით, როგორ სჯობიან ყველას 2025 წელს. ჯერ იყო და...
ლიონი ლიგა 1-ში დარჩა
„ლიონის’’ გულშემატკივრებმა ამოისუნთქეს: რონისპირელთა აპელაცია სადაც ჯერ არს მოისმინეს და მეექვსეადგილოსანი გუნდი ლიგა 1-ში დატოვეს. ფრანგული პრესა წერს, რომ კლუბმა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს თავი პრეზიდენტის შეცვლით გადაირჩინა: ერთი თვეც არ არის გასული მას მერე, რაც ჯონ ტექსტორის ნაცვლად საქმე მიშელ კანგმა ჩაიბარა. „ლიონმა’’ ოფიციალური წერილი გაავრცელა. ის მადლობას უხდის სააპელაციო კომიტეტს,...
ბრძოლა ზურიკოსთვის
ზურიკო დავითაშვილს კონტრაქტის თანახმად „სენტ ეტიენთან’’ კიდევ სამი წელიწადი აკავშირებს, მაგრამ როგორც foot01 წერს, ის სავარაუდოდ „სტაფანუათა’’ რიგებში აღარ დარჩება. მისი ყიდვა სტამბოლის „ბეშიქთაშს’’ სდომებია და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულა კიდეც. ზურიკო „სენტ ეტიენში’’ ერთი წლის წინ მივიდა. მისი შეძენა კლუბს 6 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ ქართველი „ჟოფრუა გიშარზე’’ მეორე სეზონს ვეღარ გაატარებს. ის გასაყიდთა სიაშია....
უბედური, ბედნიერი ჟოაო პერდო
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალში „ჩელსიმ’’ „ფლუმინენსეს’’ 2:0 მოუგო. ორივე გოლი 23 წლის ჟოაო პედრო ჟუნკუეირა დე ჟესუსმა გაიტანა, რომელიც ფიფას ოფიციალური საიტის თქმით სულ რაღაც ათი დღის წინ კოპაკაბანას პლაჟზე ნებივრობდა და როგორც „ფლუმინენსეს’’ თავგადაკლული გულშემატკივარი ამ გუნდის ქომაგთა მიერ მოწყობილ წვეულებებზე ერთობოდა. მოდი განვმარტოთ კონკრეტულად რა მოხდა: ჟოაო პედრო „ფლუმინენსეში’’ ცხრა წლისა მივიდა...
რეალის ფეხბურთელთა ამბიცია ნახევარფინალის წინ
ხვალ, 9 ივლისს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „რეალს’’ შეხვდება. მსოფლიო მედიისთვის ეს მატჩი არის კილიან მბაპეს დაპირისპირება ყოფილ კლუბთან. ვინ შეძლებს პარიზელების გაჩერებას? მეოთხედფინალში ეს „ბაიერნმა’’, ბოლო წუთებში, 11 კაცითაც ვერ შეძლო ცხრის წინააღმდეგ ― 0:2 წააგო. ახლა „რეალის’’ ცდაა. მბაპე პარიზელთა ახალ შემადგენლობასა და მის შესაძლებლობებს მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობს, აი, ინგლისელი...
რაიოლამ ნოიერს პასუხი გასცა
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნის’’ შემტევი ნახევარმცველის ჯამალ მუსიალას დაშავების გამო „პარი სენჟერმენის’’ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. თავისი კლიენტი აგენტმა 2022 წელს გარდაცვლილი მინო რაიოლას ბიძაშვილმა ვინჩენცო რაიოლამ დაიცვა, თუმცა მანამდე „გაძეტა დელო სპორტს’’ თავად იტალიელი გოლიპერი ელაპარაკა. „მომხდარით შეძრული ვარ. მუსიალას დაშავების განზრახვა არ მქონია’’, ― თქვა 26 წლის ფეხბურთელმა, რომელიც...
ოსიმენს გალათასარაიში დარჩენა მონდომებია
26 წლის ვიქტორ ოსიმენს კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი უდგას. ნიგერიელს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის სახელი დაიმკვიდროს, მაგრამ ვერა და ვერ უპოვია ნავსაყუდელი. ჯერ იყო და ევროპული კარიერა გერმანულ „ვოლფსბურგში’’ დაიწყო, საიდანაც ბელგიურ „შარლერუაში’’ თავიდან იჯარით, შემდეგ კი სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდა. იქიდან ფრანგულ ლიგა 1-ში, კერძოდ „ლილში’’ წავიდა, სადაც ერთი სეზონი დაჰყო...









