ცოტაც და მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ისტორიის კუთვნილება გახდება. ჩინეთში მიმდინარე ეს უმნიშვნელოვანესი სპორტული ფორუმი თვალსასეირო და მოლოდინისამებრ საინტერესო დაპირისპირებებით დახუნძლული გამოდგა. იყო სენსაციებიც, რომელთაგან, მართალია კაშკაშა ვარსკვლავების გარეშე მოთამაშე, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების უმედლოდ დარჩენა უნდა გამოვყოთ. მოულოდნელობა იყო საბერძნეთის ნაკრების საუკეთესო რვა გუნდში ვერ მოხვედრა და იგივე მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტის, ჩეხეთის გუნდის...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
დაბნელდება მზე იაპონიაში?
სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრის ცნობით, იაპონიის მხრიდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში გაგზავნილი წერილით „იმედგაცრუებას“ გამოხატავს. საუბარია დროშაზე, რომელიც აზიის ბევრ ქვეყანაში იაპონიის მილიტარიზმის სიმბოლოდ არის მიჩნეული. „სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის სახელზე გაიგზავნა წერილი, სადაც სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის გამოყენებასთან მიმართებით ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პოზიციაზე წუხილია...
რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო
იტალიაში უკანონობის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა გაჩაღდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობას ან დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევას არ ვგულისხმობთ. საქმე ფეხბურთს ეხება და ერთი ძველი, გენიალური ქართული მხატვრული ფილმისა არ იყოს, უამრავ გულშემატკივარს უთხრეს რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთო. არადა, იტალიაში ფეხბურთი რომ სიგიჟემდე უყვართ და ლამისაა რელიგიის...
მკვლელი და
ადამიანის გონებაში, მით უფრო თუ ტვინი არასწორად, მახინჯად და კრიმინალური აზროვნებით გაქვს მოწყობილი არა ერთი საშინელება შეიძლება მოიხარშოს, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ სისრულეშიც მოუყვანიათ, მაგრამ იშვიათად გვახსენდება ფაქტები ავი ზრახვების დამგეგმავ-განმხორციელებლები სუსტი სქესის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. არა, ისე ნუ გაგვიგებთ თითქოს სიბოროტე თითქოს მხოლოდ მამაკაცში შეიძლება ბუდობდეს და ყველა ქალი ანგელოზია, მაგრამ ის, რაც კალიფორნიის ერთერთ სამორინეში...
სხვისი ქალი და მუშტი ცხვირში
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს დენიელ დრინკოუტერს სახიფათო ამბავი შეემთხვა, თუმცა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. დრინკოუტერი, რომელიც ამჟამად „ბარნლის“ ღირსებას იცავს, მაგრამ მასზე უფლებებს „ჩელსი“ ფლობს და არისტოკრატებს ის განათხოვრებული ჰყავთ, მეგობრის დაბადების დღეზე ისე გამოთვრა თავი ვეღარ გააკონტროლა და ერთ მანდილოსანს დაუწყო ლაქუცი. ცუდი, მით უფრო გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ქალი,...
რაფა – კორტის გლადიატორი
ამერიკის ღია საჩოგბურთო პირველობა ისეთმა ფინალმა დააგვირგვინა, ნებისმიერ გურმანს რომ დააკმაყოფილებდა. რაფაელ ნადალს მეტოქედ 22 წლის რუსი დანილ მედვედევი ერგო. ბოლო ხანს ბევრი მკითხაობა მიდის, ახალგაზრდებიდან ვინ დაარღვევს დიადთა ჰეგემონიას: ზვერევი? ოჟე-ალიასიმი? ციციპასი? როგორც ჩანს, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მედვედევია – ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი და ბოლო 23 შეხვედრიდან 20-ის მომგები. ფინალის პირველი ორი სეტი ნადალის...
მახრჩობელა
დასტინ პორიე მაქსიმუმს ეცადა გამოეყენებინა ის მცირე შანსები, რაც მას გააჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. აბუ დაბიში გამართული ბრძოლა მოლოდისამებრ ჰაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელი პერიოდულად ინიციატივას ეუფლებოდა და შეტევაზეც გადადიოდა, მესამე რაუნდში სულაც ჰაბიბის „გილიოტინაზე“ დაჭერა სურდა, მაგრამ დაღესტნელს არსენალში ბევრი ისეთი იარაღი აქვს, რაც მეტოქეებისგან გამოარჩევს და პორიესთანაც საბოლოოდ მარაგით იმარჯვა....
ისინი ალბიონზე ამინდს ქმნიან
ერთი თვე შესრულდა, რაც პრემიერლიგა დაიწყო. არაფერი არალოგიკური და არაპროგნოზირებადი – ტიტულის მთავარი მაძიებლები ლივერპული და მანჩესტერ სიტი კვლავაც დომინირებენ და ტიტულისთვის იბრძვიან, დიდი ექვსეულის გუნდები კი პოზიციებს ნელ-ნელა იმყარებენ. სანაკრებო პაუზისას, პრემიერლიგის ვებ-გვერდი გასულ თვეს აჯამებს და საუკეთესო ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს ავლენს. გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ. სერხიო აგუერო –...
გაწყვეტილი მულტფილმი
ის, დიდი სლემის საუკეთესო ოთხეულში პირველად მოხვდა, მრისხანე ესპანელისთვის კი რიგით 33-ე ნახევარფინალი იქნება. ის, ჯერჯერობით თავს საშუალო დონის ATP-ის 3 მოგებული ტიტულით იწონებს, შეუდარებელ მალიორკელს კი კოლექციასი 83 ჯილდო აქვს, რომელთაგან მასტერსebi და 18 მეიჯორია. ჩოგბურთის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი მატეო ბერეტინიზე და რაფაელ ნადალზე გვაქვს, რომლებიც არტურ ეშის სახელობის ცენტრალურ კორტზე დადგებიან...
წლის ჩხუბი
სამი დღის შემდეგ აბუ-დაბიში დიდი ჩხუბია. შეიხებმა ბარაქიანად დააფინანსეს UFC -ის მოქმედი ჩემპიონის, დაღესტნელი ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და დროებითი ჩემპიონის, ამერიკელი დასტინ პორიეს ჯახი. ეგ კი არა, არაბებმა გამონაკლისებიც დაუშვეს რაუნდის ნომრის მაჩვენებელი გოგონების ჩაცმულობაზე, მაყურებლებს კი დარბაზში შორტებით შესვლის ნება დართეს. არადა, პრობლემა მაინც არის: მებრძოლთა წონა 70 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს, ნურმაგომედოვი კი ჯერ...









