აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა. ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ვაისმა ბიჭები სტამბოლში დაიბარა
ახალგახურებული საკლუბო სეზონი ორი კვირით დაგვემშვიდობა და ჯერი კვლავ სანაკრებო მატჩებზე მიდგა. საერთაშორისო ციებცხელებაში კი საქართველოს ეროვნული გუნდიც ჩაერთო. ჩვენები სექტემბერში ორ შეხვედრას გამართავენ: 5-ში ამხანაგურს, სტამბოლში, სამხრეთ კორესთან და 8-ში, ევრო-შესარჩევს, თბილისში დანიასთან. ვლადიმერ ვაისის შეგიდებმა შეკრება სტამბულში დაიწყეს, სადაც ათათურქის სახელობის სტადიონზე უკვე ივარჯიშეს კიდეც, თუმც ოდენ 14 ფეხბურთლით. სულ კი მწვრთნელმა კორეა-დანიისთვის...
ვის დარჩება რონალდუს ქონება?!
როგორც ესპანური AS იუწყება, 34 წლის ფორვარდმა საკუთარ იურისტებთან ერთად ანდერძის დეტალები განიხილა. დოკუმენტის მიხედვით, მისი ერთადერთი მემკვიდრე საცოლე ჯორჯინა როდრიგესია, რომელმაც ორი წლის წინ ალანა მარტინა გაუჩინა. შეგახსენებთ, რომ კრიშს ალანას გარდა სამი შვილი ჰყავს, რომლებიც სუროგატმა დედებმა გაუჩინეს. არის ერთი ნიუანსი: რონალდუს ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევაში მისი ქონების განმკარგველი ფეხბურთელის დედა მარია დოლორეს ავეირუ...
გადადგეს ჯორჯ ვეა!
გახსოვთ გენიალური ჯორჯ ვეა? „მონაკოში“, „მილანში“ და პსჟ-ში ბურთაობით დაგვამახსოვრა თავი, უამრავი პერსონალური პრიზი მოიგო და მათ შორის უმთავრესი: 1995 წელს ვეა პირველი არაევროპელი შეიქნა, ვინაც „ოქროს ბურთის“ ირგუნა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ვეამ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და მშობლიურ ლიბერიაში ერთერთ გავლენიან ფიგურადაც იქცა. უახლოესვე არჩევნებზე ლიბერიელებმა ვეა პრეზიდენტად აირჩიეს. ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება და...
რაფა მხსნელი
ნიუ იორკში მიმდინარე წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება საინტერესო ფაზაში შედის, ჩოგბურთის ქართველ ქომაგებს კი ყურადღების გადატანა სხვებისკენ მოუწევთ, რადგან ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი შეჯიბრს მესამე წრეში, გერმანელ დომინიკ კოეპფერთან გამოეთიშა. არადა, მსოფლიოს ოცეულში მყოფ ქართველ მეჩოგნეს ისეთი ბადე დაუჯდა თქვენი მოწონებული. მოკლედ, ბასილაშვილმა, ორი ეტაპის გადალახვის მიუხედავად გულშემატკივარს იმედები აშკარად გაუცრუა. ზემოთ ყურადღების გადატანა ვახსენეთ,...
კალათბურთის ნიანგი
პეკინში, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის (FIBA) XXI კონგრესზე 156 ქვეყნის ეროვნულმა ფედერაციამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. პრეზიდენტი გახდა აქამდე ამავე ორგანიზაციის მეორე კაცი და FIBA-აფრიკის პრეზიდენტი მალიელი ჰამანე ნიანგი, რომელიც ადრე მალის კალათბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობდა და ასევე იყო მალის სპორტის მინისტრი. „დღეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ეროვნულ ფედერაციას. პირობას ვდებ, პასუხისმგებლობით მოვეკიდები ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, ვიდგები...
ლუკას მარიამობა
დებიუტს ურიგო ნამდვილად არ ეთქმის. მართალია, ლუკა მაისურაძე (81კ), ტოკიოში გაშლილ ტატამზე ჩემპიონობას ვერ შესწვდა, მაგრამ მისი სახით ქართულ ძიუდოს მართლაც ოქროს ბიჭი ჰყავს. ძიუდოს სამშობლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლუკა მაისურაძემ ქართულ ყულაბაში, ლუხუმ ჩხვიმიანის ოქროს შემდეგ, მეორე მედალი ჩააჩხრიალა. 21 წლის ჩვენებურმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და რომ არა მეოთხედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ აბდელაალისთან ჩვენი აზრით...
მეშვიდე ქართველი
ძიუდოს სამშობლოში, ქართული ჰიმნი, პირველივე საშეჯიბრო დღეს აჟღერდა. მიხვდებოდით, საუბარი იაპონიის დედაქალაქში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გვაქვს, სადაც ჩვენებურმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) პლანეტის უძლიერესი ძიუდოისტის წოდება მოიპოვა. ჩხვიმიანმა, ტოკიოში გაშლილ ტატამზე წარმოუდგენელი სპორტული გმირობა ჩაიდინა და არავინ რომ ელოდა, მეტოქეებს თავბედი აწყევლინა. ქართველი ძიუდოისტის გაჩემპიონება სპეციალისტებმა სენსაციად მონათლეს, რადგან მის კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლას ძალიან...
ქარის მოტანილი მობილურმა წაიღო
დიდი ვერაფერი ხვითო ჩოგბურთელია, შესაძლოა, სამშობლოს იქით მისი ვინაობა ბევრს გაგონილიც არ ჰქონდეთ და პროფესიონალურ ტურშიც სასხვათაშორისოდ იცნობდნენ, მაგრამ უცაბედად პოპულარული კი გახდა და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. მართალია, წამყვანი გამოცემების მისდამი ინტერესი ნეგატიური ამბის გამო მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ მისი სახელი ამიერიდან საჩოგბურთო სამყაროში ბევრს კაი ხანი დაამახსოვრდება. 28 წლის ჩილელ ხუან კარლოს საესს...
ჩოგბურთის ბეთჰოვენი
კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე. ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და შეგირდის შესახებ ვითარებას აცნობს, რათა მათ სახეზე გაკვირვება არ აღებეჭდოთ, თუმცა ATP ტურში მომუშავე მსაჯთაგან...









