ბოლოს მას სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მაისურა ჰქონდა მორგებული, თუმცა თამაშობდაო, ვერ დავიჩემებთ. ნევისპირა გუნდში შარშან გადაბარგდა და მოედანზე ოდენ 9 -ჯერ გავიდა, 2 გოლი გაიტანა და რუსულ პრემიერლიგას დაემშვიდობა. ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ფეხბურთსაც… როდესაც კლაუდიო მარკიზიოზე ვსაუბრობთ ან მის სახელს ვწერთ, გონებას უსათუოდ „იუვენტუსისკენ“ მიჰყავხარ და ტურინულ კლუბს კითხულობ. 33 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
იაპონიამ რუსეთთან დააგვიანა
გახსოვთ, შარშან ბუენო-აირესში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები? არგენტინის დედაქალაქში უსიამოვნო ამბავი ქართველ სპორსტმენებს, კერძოს 3X3-ზე საკალათბურთო ნაკრებსაც შეემთხვა, რომლებმაც ოლიმპიური სოფლიდან სპორტულ ობიექტამდე თავის დროზე ვერ მიაღწიეს და მკაცრადაც დაისაჯნენ. ქართველ კალათბურთელებს სლოვენიასთან სასტარტო მატჩში წაგება ჩაეთვალათ. მატჩზე დაგვიანების უმთავრეს მიზეზად კი ქართული დელეგაციის მხრიდან გადატვირთული მოძრაობა დასახელდა, რაც არგენტინის დედაქალაქში სამუშაო დღეებში განსაკუთრებით იგრძნობოდა....
მოიგონ და, შენი ვარ…
ახლახანს, რუსეთის თასის 1/16 ფინალში, „ზენიტი“ სტუმრად „ენისეის“ დაუპირისპირდა. წყვილის ფავორიტი, რა თქმა უნდა, სანქტ-პეტერბურგული გუნდი იყო და მათაც 2:1 იმარჯვეს. ბუნერბივია, კრასნოიარსკელ ქომაგებს საყვარელი გუნდის ტურნირიდან გამოთიშვა ეწყინებოდათ, მაგრამ ალბათ განსკუთრებით გულდაწყვეტილი ერთი გულემატკივარი – კონსტანტინ ეფრამეევი იქნებოდა. დაბალ ლიგაში მოთამაშე „ენისეის“ „ზენიტთან“ გამარჯვების შემთხვევაში დიდად ხომ გაიხარებდა და შემდეგ უცნობ ლამაზმანთან ვნებიან ღამესაც...
ჩემპიონთა ლიგა პეტერბურგში მიდის
სლოვენიურ ლუბლიანაში შეკრებილმა უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 2021 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალს რუსეთის სანკტ-პეტერბურგმა უმასპინძლოს. რუსთა ჩრდილოეთის დედაქალაქს და მის მთავარ სტადიონს, 65-ათასიან „კრესტოვსკის“ ერთადერთ კონკურენტად მიუნხენის „ალიანც არენა“ ჰყავდა. გერმანელებს გული არ დასწყვიტეს და 2022 წლის ფინალის მასპინძლობა დაუბევეს, 2023 წელს კი ევროპის უმთავრესი ტურნირის გადამწყვეტ მატჩს ლონდონის 90-ათასიანი „უემბლი“ უმასპინძლებს. ისე, „ალიანც...
წამება წამებში
ასე სწრაფად ჰაბიბ ნურმაგომედოვსაც არასოდეს მოუგია. ის, რაც რუმინეთის ქალაქ სიბიაში მოხდა, ქალთა შორის ჩხუბში აბსოლუტური რეკორდია. MMA Real Xtreme fighting 35 სუსტი სქესის წარმომადგენლებში იგივეა, რაც UFC მამაკაცეთა შორის. ჰოდა, ოქტაგონზე, ტიტულისთვის ბრძოლაში, 56.7 კილოგრამამდე წონაში ერთმანეთის პირისპირ რუმინელი ანა მარია პალი და ირანელი სამერეხ კიანი დადგნენ. საინტერესოა, რომ ირანელი სპორტსმენი რინგზე ჰიჯაბით გავიდა,...
ფერარის ფოიერვერკი
წინა უქმეებზე ავტორბოლის მოყვარულთა ყურადღება უსათუოდ სინგაპურისკენ იქნებოდა მიპყრობილი. იქ მორიგი გრან პრის გათამაშება გაიმართა, რომელიც სებასტიან ფეტელმა მოიგო. ფორმულა 1-ის 32 წლის გერმანელი პილოტისგან ეს არავის უკვირს. ფეტელი, თავისი შთამბეჭდავი კარიერის მანძილზე მსოფლიო ჩემპიონის 4 ტიტულით იწონებს თავს, ხოლო გრან-პრიზე გამარჯვებებს ვინღა მოთვლის. ამიტომაც, სინგაპურის რბოლაშიც გამოცდილი პილოტი უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა და არც მან...
პოდოლსკის მზიანი მიზანი
გაისად, ტოკიო 2020-ზე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს დაარსებიდან 124 წელი შეუსრულდება. ამ უდიდესი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც ფეხბურთი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში არ ყოფილა. 1896 წელს, ათენში, პირველ და 1932 წელს, ლოს-ანჟელესში, რიგით მეცხრე ზაფხულის ოლიმპიადაზე. ფეხბურთში, ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე ოქროს მედლები ყველაზე მეტჯერ – 3-3ჯერ დიდი ბრიტანეთის და უნგრეთის ნაკრებებს აქვთ...
ფრენკ პირველი
„ჩელსიმ“ სეზონი მაინც და მაინც მქუხარედ ვერ დაიწყო. რა თქმა უნდა, როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს, რომ არისტოკრატთა დამრიგებელი ფრენკ ლამპარდი გუნდისთვის ბურთის გორების დროს გაცილებით გამოსადეგი და საჭირო ფიგურა გახლდათ, ვიდრე მოედნის კიდეში მდგომი… არავინ იცის როგორ გაგრძელდება „ჩელსისთვის“ მიმდინარე სეზონი. ვინძლო ლონდონელებმა სულაც...
ელიტარული წილი
იანვრიდან, საჩოგბურთო კალენდარს რომ ვაჟთა შორის საკმაოდ საინტერესო და პრესტიჟული გუნდური ტურნირი ემატება, სამეფო სპორტის ქომაგებს „სარბიელიდან“ ეცოდინება. სიდნეის საქვეყნოდ ცნობილ ოპერაში გამართულმა წილისყრამ კი იმ გუნდების ვინაობა გაარკვია, რომლებსაც საქართველო ნაკრები ახლადაარსებულ ATP CUP-ის ჯგუფურ ეტაპზე გაეჯიბრება. ცერემონიალში მონაწილეობა ლეგენდარულმა ავსტრალიელმა ჩოგბურთელებმა კენ როზუელმა, ჯონ ნიუკომბმა, პატრიკ რაფტერმა და ლეიტონ ჰიუიტმა მიიღეს. ქართველი ჩოგბურთელები...
ნურსულთანის ოქროები
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარმატებულად დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში, სადაც არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან ორი უმაღლესი სინჯის მედალი ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ) და ლაშა გობაძის (82 კგ) ანგარიშზეა. მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი წურწუმია შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. მან აშკარა უპირატესობით – 9:0 მოუგო ჩინელ ლიგუო საოს, შემდეგ-...









