საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 90–ე ადგილზეა. ბოლო თვეში ვლადიმირ ვაისის გუნდმა ირლანდიასთან 0:0 ითამაშა, გიბრალტარს კი 3:2 მოუგო. ერთი საფეხურით წინ წაიწია: სექტემბერში 91–ე იყო… უშუალოდ ევროპაში კი საქართველო 39–ე პოზიციაზეა და 16 ნაკრებს უსწრებს, მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს. 1 (1) ბელგია – 1755 2 (2) საფრანგეთი – 1726 3 (3) ბრაზილია – 1715...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
მაესტრომ მეფე გადააგდო
ჩოგბურთელებიც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, მაგრამ მათ ბევრი უცნაურობები ახასიათებთ. მაგალითად, ხშირად გაიგებთ და დადასტურებული ამბავიცაა, რომ საჩოგბურთო სამყაროში შუღლი და ქიშპი არავის უკვირს. ტურში, მოთამაშეებს ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ და გადამკვდარი მეგობრობაც იშვიათობაა, თუმცა ეს ყველაზე ნამდვილად არ ითქმის. სამეფო სპორტში, 21-ე საუკუნის უმთავრეს „მტრებად“ უდავოდ როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი...
მოძრავი მარათონი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონის და სპორტული სიარულის ასპარეზობათა ტოკიოდან საპოროში გადატანა იგეგმება. IOC-ის განმარტებით, შეჯიბრებების ყველაზე ჩრდილოეთ პრეფექტურაში, ჰოკაიდოში გადატანით, უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნებათ ათლეტებს. 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი საპორო, ტოკიოდან სამხრეთით 800 კილომეტრითაა დაშორებული და დედაქალაქთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსით ნაკლებია. ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის...
მსოფლიო ქვიშაში
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ მსოფლიო ქვიშის საინაუგურაციო თამაშებზე, სადაც ქვიშის ჭიდაობაში ოთხკაციანი გუნდით წარდგენილმა საქართველოს ნაკრებმა დასაწყისშივე წარმატებას მიაღწია. 14 ოქტომბერს მედლების კომპლექტი გათამაშდა 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ორივე შემთხვევაში ფინალებამდე გაიკვალეს გზა ლევან ქელეხსაშვილმა და დავით მარსაგიშვილმა. ქელეხსაშვილმა (70 კგ), რომელიც A ჯგუფში გამოდიოდა, პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელი პანაჰ ილიასლი 1:0 დაამარცხა, შემდეგ მასპინძელი...
მთვარე და მარათონი
კენიელი მორბენლის ელიუდ კიპჩოგეს წყალობით, კაცობრიობა ახალ საფეხურზე ავიდა. ლეგენდარული კენიელი ვენაში საგანგებოდ მოწყობილ მარათონულ გარბენში 2-საათიანი ნიშნულიდან გამოვიდა – კიპჩოგემ 42,195 კილომეტრი 1 საათში, 59 წუთსა და 40,2 წამში გაირბინა. აღსანიშნავია, რომ კენიელის მსოფლიო მიღწევა ოფიციალური რეკორდების ნუსხაში მაინც ვერ შევა, რადგან შესაბამისი შედეგები მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებაზე არ აღინუსხება. კიპჩოგემ, რომელიც რეკორდს...
ურტყამდა და აშველებდა
გაგიგიათ ხელჩართულ ჩხუბში კაცს გამეტებით მუშტები უბრაგუნო და თან ცდილობდე სხვები გააშველო? თუ არა, მაშინ აგერ ბატონო, ინებეთ. ამ ინციდენტის მონაწილე კი არც მეტი არც ნაკლები, თანამედროვეობის და ალბათ, ზოგადად სპორტის ერთ-ერთი ლეგენდარული წარმომადგენელი უსეინ ბოლტი გახლდათ. ყოფილი იამაიკელი სპრინტერი აქტიურ სპორტს რომ შეეშვა არახალი ამბავია. შემდეგ მან თითქოს პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში სცადა და...
ცისფერი გოგონა
2019 წლის 10 ოქტომბერი ქალებს ირანში, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ. „თავი ახლაც სიზმარში მგონია. ტრიბუნაზე ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. რამდენიმე წელი მუშაობა ტელევიზორთან მიხდებოდა, ახლა კი შესაძლებლობა მაქვს ფეხბურთს ცოცხლად ვუყურო,“ – ამბობს ირანელი საფეხბურთო ჟურნალისტი რაჰა პურბახში. გაგიკვირდათ სპორტულ ჟურნალისტს სტადიონზე ვინ არ უშვებდაო? დიახ, ზუსტად 40 წლის მანძილზე ირანში...
კანფეტი გინდა?
დევიდ მოიესი, შესაძლოა, პრემიერლიგას და ყოფილ კლუბს დაბრუნდეს. შოტლანდიელი სპეციალისტის დასაქმებას „ევერტონი“ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის წინ, „კანფეტების“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერებში 100 მილიონი ევრო დახარჯა, ლივერპულური კლუბი 8 ტურის შემდეგ, პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში იმყოფება. ამ ყველაფერში კლუბის ხელმძღვანელობა მარკო სილვას ადანაშაულებს და პორტუგალიელს ბოლო შანსს აძლევს – თუ „ევერტონი“ 19 ოქტომბერს „ვესტ ჰემთან“ წააგებს, მხარეთა...
ბასილაშვილის პირველი ფრანგთან…
ნავსი გატეხილია, თან ორმაგად. ნიკოლოზ ბასილაშვილმა როგორც იქნა ბენუა პერი დაამარცხა. გეუცნაურათ არა? რა თქმა უნდა ფრანგი მეჩოგნის მაღალ საშემსრულებლო ოსტატობაში ეჭვი არ შეგვაქვს, მაგრამ ჩვენებური ბოლო ხანს ისეთ სიმაღლეზე ავიდა, რომ პერიზე გაცილებით ძლიერ მოთამაშეებსაც არ უდებს ტოლს. ამის ფონზე ყურს ცუდად ხვდებოდა ის ფაქტი, რომ ფრანგს ქართველი მუდამ დაბრიყვებული ჰყავდა. მართალია, პერის ბასილაშვილთან...
ბასილაშვილმა რადუ არ გაახარა…
პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში დაწყებული მასტერსის მეორე წრეშია. რა თქმა უნდა, ჩვენებური მეჩოგნისგან ქართველი ქომაგი გაცილებით მეტს ელის, ვიდრე თუნდაც მასტერსის სერიის ტურნირებზე ერთი წრის გადალახვაა, რაც უამრავი ჩოგბურთელისთვის მიუწვდომელ მიზნად რჩება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი უკვე საკმაო ხანია იმ დონეს უწია, რომ მასთან იოლ გასეირნებას ვეღარავინ დაგეგმავს. ჩოგბურთში გათვითცნობიერებულ ქომაგს, ალბათ, ახსნა არ...









