ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძე პირადი რეკორდების დამყარებას აგრძელებს. თუ მანამდე საქმე პარკეტზე გატარებულ დროს ეხებოდა, ამჯერად ჩვენებურმა ქულათა მარაგს უმატა. „ინდიანა პეისერსის“ 20 წლის ქართველმა ცეტრმა „ვაშინგტონთან“ დაპირისპირებაში 20 წუთი ითამაშა, რაც „შარლოტასთან“ წინა მატჩთან შედარებით 12 წუთით ნაკლებია, სამაგიეროდ მეტოქის კალათს ნაყოფიერად უტევდა და 13 ქულაც მოინადავლა. ამ მაჩვენებლით მან პირადი რეკორდი დააფიქსირა,...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
სახის კონტროლი და სარაკეტო სისტემები
იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებამდე ქვეყანაში, შესაძლოა, განათავსონ განახლებული თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, უპირველესად კი ამის გაკეთებას ტოკიოში გეგმავენ. როგორც ირკვევა, თავდაცვითი სისტემების ახალი ვერსია დღეს არსებულზე გაცილებით ეფექტური იქნება, თანაც ბალისტიკური რაკეტების და ამოუცნობი საფრენი აპარატების, მათ შორის – დრონებისგან დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს. საინტერესოა, რომ მსგავს ანტისარაკეტო და საფრენ...
გოგამ იფრინა
ეს უკვე სხვა საქმეა. „ინდიანა პეისერსი“ ვგონებთ არ შემცდარა მიმდინარე სეზონისწინა დრაფტზე არჩევანი სწორედ ჩვენებურზე რომ გააკეთა. 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება. ასეთია გოგა ბითაძის მონაგარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში 2016 წლის ჩემპიონის – „კლივლენდის“ წინააღმდგ. 20 წლის ქართველს, ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა. წინა მატჩებისგან განსხვავებითაც, „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა გოგას გაცილებით...
ორმოცდაათიანელები
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის გარდა აქ ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასზე უნდა გითხრათ. აბა, უნიჭიერესი ბერძენი მეჩოგნე ტიტულებით ჯერ სერბთან და ესპანელთან სად მივა, მაგრამ „რაღაცით“ მათ მაინც გაუტოლდა. ჩოგბურთი ემოციებთან, სიხარულთან, იმედგაცრუებასთან, ტიტანურ შრომასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად სტატისტიკაც არის. ჰოდა, სტატისტკოსებიც ყველაფერს ითვლიან და აღნუსხავენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს აწარმოებს ATP-იც და დეკემბრის...
ქვა აღმართში
კარგი დღეები არ უდგას „გოლდენ სტეიტს“. გუნდი, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველას შიშის ზარს სცემდა და ობიექტურ მიზეზთა გამო ქომაგები ჩვენს ქვეყანაშიც მრავლად გაიჩინა… საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე წარმატებული მოთამაშე ზაზა ფაჩულია ხომ სწორედ სან-ფრანცისკოს კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ზედიზედ ორჯერ ოქროს ბეჭედიც მოიგო. ამ სეზონში...
მარადონა სავარძელში ჩაჯდა
დიეგოს კომფორტი უყვარს … მარადონა 59 წლის გახდა… მისი გაწვრთნილი ხიმნასია კი ნიუელზს ესტუმრა და ქვა ქვაზე არ დატოვა – 4:0 მოუგო. არადა, თავის დროზე დიეგო მარადონა ამ გუნდშიც თამაშობდა. ანგარიში ანგარიშად, დიდმა დიეგო კი მატჩამდე ერთი წაცეკვება წაუცეკვა, მერე მასპინძლების მირთმეულ სავრძელზე ავტოგრაფი დატოვა, თავადვე რბილად მოთავსდა და გუნდის თამაშსაც იქიდან უცქირა, ნაღდი მეფესავით…...
ღვთის სასჯელი
იტალიურ ფეხბურთში პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ესა თუ ის მოთამაშე მკრეხელობისთვის ისჯება. ამჯერად, სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტის მარწუხებში მარეო სკოცარელა და ფრანჩესკო მანიანელი მოექცნენ. მათი ვინაობის მიხედვით მიხვდებით, რომ არცერთი მათგანი ტოპ ფეხბურთელი არ არის. პირველი „პარმას“, მეორე კი „სასუოლოს“ ღირსებას იცავს. დასჯის მიზეზი კი ერთობ საინტერესოა. აბა რა გასაკვირი ამბავია, რომ მოედანზე ყოფნის...
გამარჯობა, მეგობარო
იგი წავა, მაგრამ მოვა სხვა? შექსპირისეულად რომ ვთქვათ, საკითხავი, აი, ეს არის. დიახ, ჩოგბურთს სტაჟიანი ქომაგები თავის დროზე იგივეს ამბობდნენ და წუხდნენ პიტ საპრასის, ანდრე აგასის, ბორის ბეკერის, კარლოს მოიას, უფრო ადრე კი ივან ლენდლის, ბორგის, ედბერგის, კონორსის წასვლის შემდეგ და მოვიდნენ. თან როგორი ახალი თაობა? როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარი… ძველები...
ჩაკვეტაძის ახალი ცხოვრება
საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. მოსალოდნელი კი იყო, რომ ბელგიელთა ჩვენიანი შემტევი უახლოეს ზამთარს თუ არა, ზაფხულში მაინც გამოიცვლიდა კლუბს, მაგრამ გიორგიმ სხვანაირად არჩია… ჩაკვეტაძეს 2022 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება და ისიც წლეულს აპრილში გაახანგრძლივა, ასე რომ, წლეულს მეორედ შეიცვალა შეთანხმება. იგივე სახის კონტრაქტი და ამავე ვადის გააფორმა „გენტის“...
ის ბრუნდება…
როგორც იქნა, ეღირსა… ახალი წელი ვის არ უყვარს, მაგრამ ის 2020 წლის დადგომას განსაკუთრებულად აღტკინებული დაელოდება. ჯერ მისი მეტოქის ვინაობა საჯაროდ არ გაცხადებულა, UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი ინტრიგას ტოვებს, თუმცა ეს ამბავი მას დიდად არ ანაღვლებს, რადგან ამბობს რომ ვინც არ უნდა იყოს, მოწინააღმდეგეს ოქტაგონიდან გააქრობს. სამაგიეროდ თარიღი უკვე ოფიციალურად გაცხადდა. კონორ მაკგრეგორი თავის მორიგ...









