5-5 მოგება-წაგება. ასეთია ევროლიგის რეგულარული გათამაშების 10 ტურის შემდეგ ესპანური „ბასკონიას“ მონაგარი, რომლის ლიდერიც 28 წლის თორნიკე შენგელიაა. გამარჯვებებსა და მარცხებს შორის თანაფარდობა კი ვიტორიულმა კლუბმა 3 დღიან ინტერვალში მიჯრით ორი რუსული გუნდის ძლევით აღადგინა. ისევე როგორც რუსების საამაყო გუნდის, მოსკოვის ცეესკას გადავლის შემთხვევაში, ამჯერადაც პარკეტზე ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ქართველი კალათბურთელი გახლდათ. სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
თოკომ არმია გაწია
ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ესპანეთის პატარა ქალაქ ვიტორიაში დაეცა. მოსკოვის ცეესკა ბასკონიასთან 70:80 დამარცხდა და ამ საქმეში ლომის წვლილი თორნიკე შენგელიამ დაიდო. საქართველოს ნაკრების 28 წლის კალათბურთელმა თავი ყველაზე კრიტიულ და საჭირო დროს გამოიჩინა, როდესაც მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე დაცვაში ნაყოფიერად გაისარჯა, საკუთარ ფარზე ბურთი მოხსნა და რუსთა კალათს შედეგიანად შეუტია....
ძველების ფსონი ახლებზე
დროა, ახალგაზრდა თაობა დიდ სამეულთან მოგებებს არა მხოლოდ სამ სეტიან, 5 პარტიისგან შემდგარ მატჩებშიც დაეჩვიოს. აგერ, თითქმის ორი ათეული წელიწადია ვინც არის სამეფო სპორტში ამინდის შემქმნელი და მონსტრების დიდებული სამეული, შეხსენება, უადგილოდ გვეჩვენება. ცხადია, ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მეიჯორებზეც არაერთხელ დამარცხებულან, ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ან მსოფლიოს სხვა მოწინავე ჩოგბურთელებთან პაექრობისას,...
ბერძენი
ჩავიდა, ნახა, გაიმარჯვა – ეს სიტყვები ერთი-ერთში ესადაგება ლონდონში განვითარებულ საჩოგბურთო ბატალიებს, სადაც ვაჟთა შორის დასრულებული წლის შემაჯამებელი ტურნირი სტეფანოს ციციპასის ტრიუმფით დასრულდა. ინგლისის დედაქლაქში, ამ უპრესტიჟულეს და მნიშვნელოვან შეჯიბრზე, უნიჭიერესთან ერთად ქარიზმატულმა ბერძენმა ჩოგბურთელმა კორტზე ცეცხლი დაანთო. ენა არავის მოუბრუნდება თქვას, საჩემპიონო თასი დაუმსახურებლად აღმართაო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ შემაჯამებელ ტურნირზე კვალიფიკაციასაც ხომ...
დაბრუნდა
მსუბუქი ტვინის შერყევა, რომელიც გოგა ბითაძემ „ვაშინგტონთან“ დაპირისპირების დროს მიიღო უკან მოტოვებულია. იძულებითი შესვენების გამო, „ინდიანა პეისერსის“ ახალბედა ცენტრი, ბოლო 3 მატჩში გუნდს ვერ ეხმარებოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და გოგაც პარკეტს „ჰიუსტონთან“ შეხვედრაში დაუბრუნდა. 20 წლის ქართველი ცენტრი მწვრთნელს სასტარტო ხუთეულში არ დაუყენებია და ის საქმეში მეორე მეოთხედის სტარტზე ჩართო. გოგამაც უმალ 2 საჯარიმო...
მარტოკაცის რეკორდი
ევროლიგის მორიგ მატჩში ეპანურმა „ბასკონიამ“ თელ-ავივის „მაკაბი“ მიიღო და მიუხედავად ფავორიტის სტატუსისა მოულოდნელად სოლიდური სხვაობით 83:113 დამარცხდა. ვიტორიული კლუბისადმი კი ქართველ გულშემატკივართა განსაკუთრებული ინტერესის მიზეზს, რა თქმა უნდა, „ბასკონიას“ ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა, საქართელოს ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია წარმოადგენს. მეტიც – ის გუნდის კაპიტანია და ამითაც ნათლად ჩანს თუ როგორ ენდობიან, ეიმედებათ და პატივს ცემენ...
შენ ოღონდ თქვი… გავაქრობთ!
„თამაშის შემედგ ჩემთან მოვიდა ხულიო ფიერო და პირდაპირ გამომიცხადა: „თუ გსურს მითხარი, არ მოგერიდოს, გავაქრობთ და ხვალ ჩილავერტის ფერფლსაც ვეღარ ნახავ. შენს წყენინებას არ ვაპატიებ.“ ფიერო კოლუმბიური ნარკომაფიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. თანხმობით რომ მეპასუხა, დარწმუნებული ვარ, ნათქვამს შეასრულებდა. მას ვუპასუხე, რომ მეტოქის მიმართ წყენა არ მქონდა, ეს ფეხბურთია და რაც მოხდა მოედანზევე დარჩა,“ – ახლახან...
ქართველები სამხრეთში
საქართველოს ნაკრების შემტევი ბექა ბურჯანაძე ნელ-ნელა უმატებს და ტრავმის შემდეგ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. 25 წლის ქართველს, ვინც „გრან კანარიაში“ პირველ სეზონს ატარებს, ესპანეთის ჩემპიონატის მერვე ტურში შედეგიანი მატჩი გამოუვიდა. „გრან კანარია“ სტუმრად „ბილბაოს“ 97:90 მოუგო, გამარჯვებაში დიდი წვლილი კი სწორედ ქართველმა კალათბურთელმა შეიტანა. ბურჯანაძემ 17 ქულა აიღო და ამ მხრივ შეხვედრაში მხოლოდ 2 კალათბურთელს ჩამორჩა....
სინერიადა
ლონდონამდე, მილანი იყო. კორტზე დიდების როკვამდე, ჯერ პატარებმა ჩაიცეკვეს – ვაჟთა შორის ახალგაზრდული შემაჯამებელი ტურნირი დასრულდა, რომელიც ამ 3 წლის წინ დაარსდა და სულ უფრო პოპულარული ხდება. მომავალი თაობა, ასე ეწოდება ტურნირს, რომელიც საჩოგბურთო რუკაზე თავის ადგილს წარმატებით იმკვიდრებს. დიდების შემაჯამებლის მსგავსად, მონაწილეთა რაოდენობა აქაც 8 სპორტსმენისგან შედგება, განსხვავება კი სეტების მოცულობასა და ანგარიშშია. საბოლოო...
მაგრები და ახლები
სულ მალე საჩოგბურთო სამყარო ლონდონში გაერთიანდება. სეზონის დამაგვირგვინებელი, ერთი-ერთი ყველაზე პრეტიჟული და სერიოზული ტურნირი კარს მოგვადგა. 10 ნოემბრიდან ინგლისის დედაქალაქში ვაჟთა შორის შემაჯამებელი შეჯიბრი იღებს სტარტს, სადაც სეზონის მანძილზე ნაჩვენები შედეგების და დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილი 8 საუკეთესო მეჩოგნე მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ სეზონი წარმატებით დაასრულოს. შარშან ყველას ალექსანდრე ზვერევმა აჯობა. რა თქმა უნდა, რუსი...









