Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
რისკის შიში
ჩანაწერი

რისკის შიში

მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი სებასტიან კოე არ გამორიცხავს, რომ რუს სპორტსმენებს, შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით გამოსვლაზეც უარი ეთქვათ. სებასტიან კოეს განმარტებით, რუსი მძლეოსნები ტოკიოს ოლიმპიურ სარბიელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში არ მიუძღვით ბრალი და თუ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მიმართ ნდობა აღდგება. მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია, რომელსაც World...

გაიხსნა…
ჩანაწერი

გაიხსნა…

იაპონიის დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიალს. სტადიონი 68 ათას ადამიანზეა გათვლილი და ასევე მიიღებს შეჯიბრებებს მძლეოსნობასა და ფეხბურთში. ეროვნულ სტადიონს მდიდარი ისტორია აქვს და ტოკიოს ერთ-ერთი სიმბოლოა. 1964 წელს სწორედ ის იყო ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა. 2020 წლისთვის ისტორიულ სტადიონს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის დიზაინი შექმნა არქიტექტორმა კენგო...

პარიზი ტაიტიში?
ჩანაწერი

პარიზი ტაიტიში?

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სერფინგისტთა ტურნირი, შესაძლოა, საფრანგეთის დედაქალაქიდან 15 700 კილომეტრის დაშორებით საფრანგეთის პოლინეზიაში, კუნძულ ტაიტიზე გაიმართოს. სერფინგისტთა ოლიმპიური ტურნირის მასპინძლობის სურვილი აქვს ასევე ქალაქ ბიარიცს, პუანტ დე ლა ტორშის კონცხს, ლანდის დეპარტამენტს და ლაკანოს. მიუხედავად იმისა, რომ ტაიტი ევროპიდან შორსაა, მას როგორც სერფინგისტთა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილს, მაინც ფავორიტად მიიჩნევენ უმასპინძლოს მსოფლიოს...

კიი და ბევრი ფული
ჩანაწერი

კიი და ბევრი ფული

სნუკერის ტურნირების სერიებს 2020 წლიდან ერთი სერიოზული შეჯიბრიც ემატება, რომელიც საუდის არაბეთში გაიმართება. აბა, იქაური შეიხები რისი შეიხები იქნებოდნენ ტურნირისთვის დამატებითი ინტრიგა არ შეეძინათ და უფრო განსაკუთრებული არ გაეხადათ, ვიდრე რიგითი სერიის გათამაშებაა. და რითი შეიძლება ევრო-დილარებში მობანავე შეიხებმა, შეჯიბრი აქამდე გამართული წინამორბედებისგან ყველაზე გამორჩეული გახადონ თუ არა ფულით? ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. World Snooker...

საბერძნეთი და დევნილები
ჩანაწერი

საბერძნეთი და დევნილები

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში მიმდინარე  აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილე ქვეყანათა აღლუმის წესები შეცვალეს. „ათლეტთა აღლუმის თანმიმდევრობაში ცვლილებები შედის. ახალი წესები პირველად ამოქმედდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სიახლე ის იქნება, რომ მომდევნო სამი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის გუნდები ბოლოს გამოვლენ. კერძოდ, აღლუმს დაასრულებენ აშშ-ის (ლოს ანჯელესი 2028), საფრანგეთის (პარიზი...

უშნო ხუმრობა
ჩანაწერი

უშნო ხუმრობა

პოპულარული იტალიური გამოცემა Corriere delo sport სკანდალში გაეხვა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი, გავრცელებული და კითხვადი სპორტული გაზეთი შეეცადა კრეატიულ-ორიგინალური ყოფილიყო და საპირველგვერდო სათაურით ბევრი გაანაწყენა. არა გვგონია ჩვენი იტალიელი კოლეგების ჩანაფიქრი ბოროტი ყოფილიყო, მაგრამ უნებლიედ, უშნო ხუმრობა კი გამოუვიდათ. საქმე, სერია A-ს მეთხუთმეტე ტურის ანონსს ეხება, რომლის ცენტრალური მატჩიც „სან სიროზე“ გაიმართება და „ინტერი“ „რომას“...

ჩანაწერი

მაესტრო მონეტაზე

„როჯერ ფედერერი კორტსა და მის მიღმა ყველაზე ცნობილი შვეიცარიელი პიროვნებაა. უამრავ საჩოგბურთო რეკორდთან ერთად, რომელთა შორისაც, ყველაზე გამოსარჩევი უდავოდ დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონობაა, ის შესანიშნავი პიროვნება და ქველმოქმედია. ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული ელჩია, საყოველთაო სიყვარულს იმსახურებს და მსოფლიოში წარმატებისა და მიწიერი თავმდაბლობის განსხეულებაა,“ – ეს შვეიცარიის მთავრობის ოფიციალური განცხადებაა. დიად როჯერს, მსოფლიო მასშტაბით აღმერთებენ და მილიონობით...

ჯესი და აუქციონი
ჩანაწერი

ჯესი და აუქციონი

ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსნის ჯესი ოუენსის მიერ 1936 წლის ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოთხიდან ერთ-ერთი ოქროს მედალი აუქციონზე გამოიფინება. ლოტის მინიმალური საწყისი ფასი შეადგენს 250 000 დოლარს. „მძლეოსნობაში არცერთ სხვა მედალს არ აქვს ისეთი ისტორიული წონა და ღირებულება,როგორიც აქვს 1936 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჯესი ოუენსის მოპოვებულ ოქროს მედალს. იმ თამაშებზე არცერთ სხვა ათლეტს არ მიუღწევია იმდენი წარმატებისთვის, რამდენიც ოუენსმა შეძლო. ჩვენთვის დიდი პატივია აუქციონზე გატანოთ მსოფლიოს ვაჩვენოთ სამუზეუმო ღირებულების ნივთი,” – ჯესი ოუენსის ჯილდოს აფასებს აუქციონის დამფუძნებელი კენ გოლდინი. საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოუენსის მედალი აუქციონზე გააქვთ. 2013 წელს მისი ერთ-ერთი მედალი...

ბითაძის მოკრძალებული დრო
ჩანაწერი

ბითაძის მოკრძალებული დრო

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მიითვალა „ინდიანა პეისერსმა“, რომელმაც შინაურ არენაზე „მემფის“ 126:114 დაამარცხა და ამ საქმეში თავისი მოკრძალებული წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა. ქართველმა ცენტრმა ამჯერად პარკეტზე წინა მატჩებთან შედარებით უფრო ცოტა დრო გაატარა. ინდიანაპოლისელთა მწვრთნელმა ჩვენებურს 7 წუთი მისცა, მაგრამ გოგა ამ მცირე დროშიც უქმად არ ყოფილა. მან 4 ქულა გააკეთა, რასაც თითო-თითო მოხსნა-დაფარებაც...

გოგას 15 წუთი
ჩანაწერი

გოგას 15 წუთი

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა, ქართველ გულშემატკივართა ყურადღება ქალაქ ინდიანაპოლისისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ადგილობრივმა „პეისერსმა“ „ორლანდო მეჯიქს“ უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 111:106 დაამარცხა. „ინდიანა პეისერსის“ რიგებში გოგა ბითაძეს მწვრთნელმა ჯამში 15 წუთამდე სათამაშო დრო მისცა და ჩვენებურიც უგერგილოდ ნამდვილად არ გარჯილა. გუნდის დამრიგებელმა, ნეიტ მაკმილანმა გოგა სასტარტო ხუთეულში არ დააყენა და მატჩში სათადარიგო...