5-5 მოგება-წაგება. ასეთია ევროლიგის რეგულარული გათამაშების 10 ტურის შემდეგ ესპანური „ბასკონიას“ მონაგარი, რომლის ლიდერიც 28 წლის თორნიკე შენგელიაა.
გამარჯვებებსა და მარცხებს შორის თანაფარდობა კი ვიტორიულმა კლუბმა 3 დღიან ინტერვალში მიჯრით ორი რუსული გუნდის ძლევით აღადგინა. ისევე როგორც რუსების საამაყო გუნდის, მოსკოვის ცეესკას გადავლის შემთხვევაში, ამჯერადაც პარკეტზე ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ქართველი კალათბურთელი გახლდათ. სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ შენგელიამ 20 ქულა ჩაუგდო, ხოლო „ბასკონიამ“ შინ 10 ქულის სხვაობით – 70:60 იმარჯვა.
ქულათა მარაგს თოკომ 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც შემატა და დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი. აქვე ერთ საინტერესო დეტალზეც გვსურს ყურადღება გავამახვილოთ. „ზენიტთან“ დაპირისპირებაში თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში 1500 ქულიან ნიშნულს გადააჭარბა.
ამ ეტაპისთვის მე-9 ადგილზე მყოფი „ბასკონია“ მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს, ათენში, „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
