… არანაირი „ნაპოლიში“ ტრანსფერი და ათნომრიანი მაისურა არ არსებობს. ჯერ ერთი ამ მაისურას, მარადონას უკვდავსაყოფად, ტაბუ დაედო ნეაპოლურ კლუბში და მეორეც – „ნაპოლის“ პრეს-სამსახურმა გამოაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის მიმართ კლუბს ინტერესი არ აქვს. სამაგიეროდ არსებობს მარტივი მოცემულობა – „რუბინის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა, რადგან, ეროვნულ გუნდშია გამოძახებული. ამ მარტივ მოცემულბაში კი საქმე ცოტა...
ჭდე: ცეესკა
რუსეთში შენგელიას როლზე ალაპარაკდნენ
რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა თორნიკე შენგელიას შესაძლო გადასვლას მოსკოვის ცეესკაში. კრიტიკა, რომელიც თოკომ ქართველი გულშემატკივრებისგან მიიღო, იქაურმა პრესამ გაავრცელა. თითქმის ყველა კომენტარი, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა, უკვე ყველასთვის არის ცნობილი. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცეესკას ყოფილმა გამთამაშებელმა სტანისლავ ერიომინმა. „დღეს სპორტი უფრო მაღლა დგას, მაგრამ ხშირად პოლიტიკური აქტივობები კონკრეტულ საკითხებს ხსნიან. ნათელია, რომ...
ჩემპიონ შენგელიას ადგილი გაუნთავისუფლეს
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. არადა, ჩემპიონობას ვინ დაეძებს, იყო მომენტი ფლეი ოფში „ბასკონიას“ მოხვედრაც კი სათუო იყო… თუმცა პანდემიამ ტურნირი გააჩერა. განახლებულ ფორმატში კი ვიტორიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტიტული დამსახურებულად მოიგეს. ჩემპიონატი ახლებური ფორმატით გაგრძელდა. „ბასკონია“ და „ბარსელონა“ ჯგუფში ერთად იყვნენ: კატალონიელებმა ყველა მოიგეს, ბასკებმა მხოლოდ „ბარსასთან“ დათმეს და მათი გზები...
შენგელია რუსულ არმიაში ჩაეწერა
უკვე მთელი ევროპული მედია თორნიკე შენგელიას რუსულ ცსკა-ში გადასვლაზე წერს. ყველა დადასტურებულად – მხოლოდ შენგელიას ყოფილ კლუბ „ბასკონიასა“ და ახალს – ცეესკას არ უთქვამთ არაფერი. არადა, ქართველი კალათბურთელის რუსული არმიის კლუბში გადასვლამდე მანამდეც ბევრი იწერებოდა, მაგრამ დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ თორნიკემ ცეესკას კალათბურთელია. რუსებმა თავისი მაინც გაიტანეს და „ბასკონიასთან“, რომელთანაც ქართველ ფორვარდს კონტრაქტი...
შენგელია რუსებს დაერია
5-5 მოგება-წაგება. ასეთია ევროლიგის რეგულარული გათამაშების 10 ტურის შემდეგ ესპანური „ბასკონიას“ მონაგარი, რომლის ლიდერიც 28 წლის თორნიკე შენგელიაა. გამარჯვებებსა და მარცხებს შორის თანაფარდობა კი ვიტორიულმა კლუბმა 3 დღიან ინტერვალში მიჯრით ორი რუსული გუნდის ძლევით აღადგინა. ისევე როგორც რუსების საამაყო გუნდის, მოსკოვის ცეესკას გადავლის შემთხვევაში, ამჯერადაც პარკეტზე ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ქართველი კალათბურთელი გახლდათ. სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“...
თოკომ არმია გაწია
ევროლიგის მოქმედი ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ესპანეთის პატარა ქალაქ ვიტორიაში დაეცა. მოსკოვის ცეესკა ბასკონიასთან 70:80 დამარცხდა და ამ საქმეში ლომის წვლილი თორნიკე შენგელიამ დაიდო. საქართველოს ნაკრების 28 წლის კალათბურთელმა თავი ყველაზე კრიტიულ და საჭირო დროს გამოიჩინა, როდესაც მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე დაცვაში ნაყოფიერად გაისარჯა, საკუთარ ფარზე ბურთი მოხსნა და რუსთა კალათს შედეგიანად შეუტია....





