ალექსანდრ ჯიკიჩის დებიუტი წარმატებული ვერ გამოდგა – ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი მარცხით დავიწყეთ. უფრო ცუდი ის არის, რომ წავაგეთ უშუალო კონკურენტ დანიასთან – 69:75. ნახევარ საათზე მეტი ვიგებდით. მასპინძლები წინ მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 9 წუთით ადრე გავიდნენ და… ახალი მწვრთნელის პირველი მატჩია. არც ჯიკიჩის კვალიფიკაციაში გვეპარება ეჭვი. თუმცა, იყო მომენტები, როდესაც გუნდურად არასწორად ვირჯებოდით. იყო მომენტები,...
ჭდე: შენგელია
აბზაცი გულზე…
დიღმელი ბავშვები ბედნიერები იყვნენ, დინამოს ბაზა უბანში ჰქონდათ და ღობიდან როცა მოეპრიანებოდათ მაშინ იხედებოდნენ. აძვრებოდნენ, კისერს წაიგრძელებდნენ და უყურებდნენ ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, ჩივაძეს, დარასელიას… რასაკვირველია, პატარა არც დიღომია და ბაზასთან რომ მოხვდე დიდი ქუჩა უნდა გადაირბინო — გააჩნია სად ცხოვრობ — მაგრამ სად ქუჩის გადარბენა და სად მილიონიანი ქალაქის ერთი რაიონიდან მეორეში წასვლა. თან მაშინ...
შენგელიას გზა ბოლონიაში ჩავიდა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიურ „ვირტუსში“ ითამაშებს. 30 წლის კალათბურთელი ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტს ხელს 2022 წლის სეზონის ბოლომდე მოაწერს. თუმცა, კონტრაქტს გაგრძელება უწერია თუ „ვირტუსი“ ევროლიგაში მოხვდება. მოსკოვის ცსკა-დან წამოსვლის შემდეგ ქართველი კალათბურთელისადმი ინტერესს „ბასკონია“, „ვალენსია“ და „ბარსელონა“ იჩენდნენ. შენგელია მეორე კალათბურთელია, რომელიც ბოლონიელებს ცსკა-დან შეუერთდა – მანამდე იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გამთამაშებელმა დანიელ...
საქართველო არ ჩერდება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისევ მოიგო. ილიას ზუროსის შეგირდებმა ამჯერად შვეიცარიას მოუგეს – 91:84. ჩვენები ოთხიდან ოთხი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობენ ჯგუფს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენებს ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯიბეში უდევთ და ბერძენი მწვრთნელიც ფინეთში, ფაქტობრივად, დუბლშემადგენლობით იყო ჩასული, მაინც მოახერხა ორი გამარჯვების მოპოვება. ახლა წინ დასკვნითი „ბაბლია“, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს. ჩვენები ფინეთსა და სერბეთს უმასპინძლებენ....
შენგელია და ბითაძე სსრკ ნაკრებში
საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია რომ არ დაშლილიყო, ახლა რომელი ნაკრები უფრო ძლიერი იქნებოდა?- ამ კითხვაზე პასუხი ცნობილ რუს საკალათბურთო ექსპერტსა და კომენტატორ ვლადიმირ გომელსკიმ სთხოვეს. მისი სიტყვა კი ჩვენთვის საინტერესო გამოდგა. გომელსკიმ სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში ორი ქართველი კალათბურთელი ახსენა – თორნიკე შენგელია და გოთა ბითაძე. „დღევანდელი საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ნაკრებების შესაძლებლობები რომ განმეხილა, ამისთვის...
მაინც რუსებთან გატეხეს…
როგორც იქნა, „ბასკონიამ“ რუსული წყევლა მოიშორა. ვიტორიელებმა, ევროლიგის რეგულარულ გათამაშებაში ზედიზედ 3 წაგებული თამაშის შემდეგ, რომელთაგან ორი მოსკოვის ცეესკასთან და სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ განიცადეს, ნავსი გატეხეს და გამარჯვების გემო ისევ რუსულ კლუბთან გაიხსენეს. მცირე მიკროტრავმის შემდეგ „ხიმკის“ თავისი ერთპიროვნული ლიდერი ალექსანდრე შვედი დაუბრუნდა და მან მასპინძლებს 18 ქულა ჩაუგდო, თუმცა „ბასკონიას“ ქომაგთა სასიხარულოდ ეს საბოლოო წარმატებისთვის...
შენგელია რუსებს დაერია
5-5 მოგება-წაგება. ასეთია ევროლიგის რეგულარული გათამაშების 10 ტურის შემდეგ ესპანური „ბასკონიას“ მონაგარი, რომლის ლიდერიც 28 წლის თორნიკე შენგელიაა. გამარჯვებებსა და მარცხებს შორის თანაფარდობა კი ვიტორიულმა კლუბმა 3 დღიან ინტერვალში მიჯრით ორი რუსული გუნდის ძლევით აღადგინა. ისევე როგორც რუსების საამაყო გუნდის, მოსკოვის ცეესკას გადავლის შემთხვევაში, ამჯერადაც პარკეტზე ორივე გუნდის რიგებში გამორჩეული ქართველი კალათბურთელი გახლდათ. სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“...
ფრე და ფრე
კვირას, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის „დინამო“ ისევ გალიდერდებოდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერი „რუსთავი“ ვერ დაამარცხა. დინამოელები 2:0 უგებდნენ მეტოქეს, შენგელიას და განსაკუთრებით ნინუას ულამაზესი გოლებით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. „რუსთავი“ ბექა ქავთარაძემ გადაარჩინა. ბექამ დუბლი მიითვალა და მატჩი ფრედ დასრულდა. ეს 30-ე დუბლი გახლდათ სეზონში. „დინამომ“ კი ეროვნულ ლიგაში ცხრამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა და გალიდერების შანსიც ხელიდან...
მეექვსე მეთვრამეტედ
ვლადიმერ სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და ახლა უკვე გოგა ბითაძე. მეექვსე ქართველი, რომელიც NBA-ში ითამაშებს. ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი წლევანდელი დრაფტის პირველსავე წრეში, მე-18 ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია. 19 წლის ცენტრს პირველ წრეში არჩევის გამო 2-წლიანი გარანტირებული კონტრაქტი ეკუთვნის. არჩევის შემდეგ, გოგამ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. პირველ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ბავშვობის...








