ჩაკვეტაძის ახალი ცხოვრება

Home კატეგორიის გარეშე ჩაკვეტაძის ახალი ცხოვრება
ჩაკვეტაძის ახალი ცხოვრება

საქართველოს 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მოსალოდნელი კი იყო, რომ ბელგიელთა ჩვენიანი შემტევი უახლოეს ზამთარს თუ არა, ზაფხულში მაინც გამოიცვლიდა კლუბს, მაგრამ გიორგიმ სხვანაირად არჩია…

ჩაკვეტაძეს 2022 წლამდე ჰქონდა ხელშეკრულება და ისიც წლეულს აპრილში გაახანგრძლივა, ასე რომ, წლეულს მეორედ შეიცვალა შეთანხმება.

იგივე სახის კონტრაქტი და ამავე ვადის გააფორმა „გენტის“ უკრაინელმა ფორვარდმა რომან იარემჩუკმაც, რომელმაც გუშინ ევროპის ლიგაში ორი გოლი გაუტანა „ვოლლფსბურგს“ – 2:2.

ჩაკვეტაძე, როგორც იცით, ტრავმირებულია, მაგრამ ბურთით ვარჯიში დაიწყო და შესაძლოა, უახლოეს ერთ თვეში ითამაშოს კიდეც.

ახალი კონტრაქტით გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ 2023 წლამდე დარჩება…

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.