Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)

Home გიორგი ვაშაკიძე
პსჟ-მ მბაპეს ხუთიანი დაუწერა
ჩანაწერი

პსჟ-მ მბაპეს ხუთიანი დაუწერა

„პარი სენ-ჟერმენი“ კილიან მბაპეს შენარჩუნების ახალ-ახალ ვარიანტებს ეძებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ბოლო საუბარი უშედეგოდ დასრულდა და კილიანმა ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი თქვა. თუმცა, პარიზელები არ ისვენებენ და მბაპეს ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი, ცხადია ფრიად გაუმჯობესებული პირობებით, თავიდან შესთავაზეს. მბაპეს, რომელიც პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს, კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. ფრანგ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია...

ქართველმა ევროგოლი გაიხსენა
ჩანაწერი

ქართველმა ევროგოლი გაიხსენა

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი გავიდა. ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, სტუმრად 3:1 დაამარცხა გიბრალტარის „ლინკოლნი“ და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამაში კი, ქართველთა დამსახურება დიდია – მატჩში ანგარიში გურამ კაშიმ გახსნა. ორი გოლი ვლადიმერ ვაისი უმცროსის პასებით გავიდა: ჯერ მზრალმა შეაგდო, შემდეგ – ჰენტიმ. ლინკოლმა ერთი გოლი...

დღე 4: მადიევმა მედალს გახედა
ჩანაწერი

დღე 4: მადიევმა მედალს გახედა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა და მინიმუმ ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მადიევი რინგზე უგანდელ შადირ ბვოგს შეხვდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლა მადიევის სასარგებლოდ დასრულდა – 3:1. ერთმა მსაჯმა ორივე მოკრივეს თანაბარი ქულები მიანიჭა. მეოთხედფინალში მადიევი მსოფლიო ჩემპიონს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების წევრ ალექსანდრ ზამკავოის 30 ივლისს შეხვდება. მედლის...

ბასილაშვილმა წაგებული მოიგო
ჩანაწერი

ბასილაშვილმა წაგებული მოიგო

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში იტალიელი ლორენცო სონეგო 6:4; 3:6; 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა საერთო სურათი. ორივე ჩოგბურთელი ახლოს იყო გამარჯვებასთან, საბოლოოდ, კი, მოგება ჩვენიანს დარჩა. პირველ სეტში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ სონეგომ მალევე დაიბრუნა დაკარგული. თუმცა, ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ წაართვა ჩაწოდება მოტოქეს და საბოლოოდ სეტი...

მარგველაშვილი ოქროს ვეღარ შეწვდა
ჩანაწერი

მარგველაშვილი ოქროს ვეღარ შეწვდა

ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. ჩვენებური ფინალში მასპინძელ ჰიფუმი აბეს დაეჭიდა. ჩვენიანი  მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან ვაზარით დამარცხდა. 66 კილოგრამწონით კატეგორიაში მოჭიდავე მარგველაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა – რუს იაკუბ შამილოვს ვაზარით სძლია, ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს იპონით მოუგო, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ან ბაულს დამატებით დროში, მძიმე ბრძოლაში ვაზარით აჯობა....

ბასილაშვილმა ბაენა გაიარა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ბაენა გაიარა

ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/32 ფინალში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და, უნდა ითქვას, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პირველ სეტში ბასილაშვილი 5:1 დაწინაურდა, შემდეგ ესპანელს ზედიზედ ორი გეიმი დაუთმო, მაგრამ მეტის უფლება არ მისცა და 6:3 მოუგო. მეორე სეტიც...

ინგლისს ფინალი 30.000 დაუჯდა
ჩანაწერი

ინგლისს ფინალი 30.000 დაუჯდა

უეფამ ინგლისის ნაკრების ირგვლივ გამოძიება რომ დაიწყო, უკვე ვწერდით. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინურ საკითხთა კომიტეტმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია 30.000 ევროთი დასაჯა. ინგლისელებს უსაქციელობის სამ ფაქტი დაუდეს და შესაბამისი სანქციებიც დააკისრეს: ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის პენალტის შესრულების დროს დანიელთა მეკარეს კასპერ შმეიხელს ინგლისელი გულშემატკივრები სახეზე მწვანე ლაზერს ანათებდნენ; ინგლისელები ასევე...

საგანგებო ოლიმპიადა
ჩანაწერი

საგანგებო ოლიმპიადა

ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ორ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთი ინფიცირებული ლიეტუვადანაა, ვინც საწვრთნელ შეკრებაზე ქალაქ ჰირაცუკაში იმყოფებოდა. ისრაელიდან ჩასულ სპორტსმენს კი, დადებითი ტესტი ტოკიოს აეროპორტშივე „ამოუვარდა“. ბოლო დროს ინფიცირების რაოდენობამ იაპონიის დედაქალაქშიც იმატა და ქალაქის პრეფექტურამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რომელიც 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე გასტანს. ოლიმპიური თამაშების დღეებიც ამ პერიოდში მოხვდა. ჯერ საუბარია...

პირველი ქართველი მწვანე კონტინენტზე
ჩანაწერი

პირველი ქართველი მწვანე კონტინენტზე

„ნიუკასლ ჯეტსი“ მოხარულია, რომ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ბექა მიქელთაძესთან. საქართველოს ნაკრების შემტევი ბერძნული კლუბიდან შემოგვიერთდა. მისი აყვანა ნამდვილი გადატრიალებაა კლუბისთვის, რადგან მიქელთაძის გადაბირებაში რამდენიმე კონკურენტი გვყავდა“, – წერს ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ პრეს სამსახური. დიახ, არ მოგესმათ, ავსტრალიური კლუბის პრეს სამსახური… ბექა მიქელთაძემ ავსტარლიურ „ნიუკლასლ ჯეტსთან“ გააფორმა კონტრაქტი და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც „მწვანე...

სუპერკლასიკო ჟესუსის გარეშე
ჩანაწერი

სუპერკლასიკო ჟესუსის გარეშე

„კოპა ამერიკის“ ფინალში სამხრეთ ამერიკული კლასიკო იქნება – ბრაზილია vs არგენტინა. გადამწყვეტი მატჩის წინ ორივე გუნდი დამშეულია ბრაზილიას 2007 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო არგენტინა 1993 წლიდან მოყოლებული ცდილობს კონტინენტზე საუკეთესო გახდეს. „კოპა ამერიკის“ მოგება ასევე აუხდენელი ოცნებაა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლეო მესისთვის. ახლა იქნებ ეს ბოლო შანსი იყოს. მესიმ კოლუმბიასთან ნახევარფინალურ მატჩში...