გახსოვთ პატრიკ შიკის გოლი შოტლანდიას რომ შეუგდო? მანძილი კარამდე 45,5 მეტრი იყო და ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე შორიდან გატანილია. პედრიმ, რითი ვარ შიკზე ნაკლებიო და, მანაც საკუთარ კარში შეაგდო. მანძილი გაინტერესებთ? 44.8 მეტრი და ეს არის პირველი ავტოგოლი, რომელიც საჯარიმოს გარედან გავიდა. ცხადია, ყველაზე შორეულიც… ეს ამბავი ხორვატია – ესპანეთის ფრიად დრამატულ მატჩში მოხდა, რომელიც ესპანელებმა...
Author: გიორგი ვაშაკიძე (გიორგი ვაშაკიძე)
ბელგია, იტალია, გერმანია
ბელგიის ნაკრებმა ევროპირველობის მერვედფინალში პორტუგალიას 1:0 მოუგო. შედეგად, მარტინესის ბიჭებს 14-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდათ. აქ ითვლება საკვალიფიკაციოს პლუს ფინალური ეტაპები. ბელგიელებმა ამ შედეგით ორი გუნდის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებების მიღწევა გაიმეორეს და თუ მეოთხედფილნალში იტალიას დაამარცხებენ, ერთპიროვნული რეკორდსმენები გახდებიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს ბოლო 27 მატჩში 23 მოგება აქვს. ამასთან ზედიზედ 34 მატჩში გაიტანეს გოლი,...
გერმანიას უემბლი დაუკეტეს
9 ივნისს ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისი „უემბლიზე“ დაუხვდება გერმანიას. ცხადია, მატჩისნწინა ტემპერატურის დუღილიც უკვე საკმარისზე მაღალია. პირველი, რაც თვალს არასასიმოვნოდ მოხვდა, ის არის, რომ გერმანელებს „უემბლიზე“ ვარჯიში აუკრძალეს. მანამდე, ამ არენის გაზონის მატჩამდე დაჭაშნიკების უფლება არც იტალიასა და ავსტრიას მისცეს. სტადიონის ხელმძღვანელობა თავს იმით იმართლებს, რომ პროგნოზით მოსალოდნელია წვიმები, რის გამოც ზედმეტი დავირთვა ბახალს ავნებს....
კიეზებს იტალიისთვის ინგლისში გააქვთ
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა დამტებით დროში 2:1 სძლია ავსტრიას. იტალიელთა პირველი გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა. შედეგად, ენრიკო და ფედერიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს. ენრიკომ, 1996 წლის 14 ივნისს ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ ჩეხეთს გაუტანა, მაგრამ ის თამაში იტალიამ 1:2 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ფედერიკომ კი ავსტრიას ლონდონში, „უემბლიზე“ შეუგდო...
სწავლა სიბერემდეო
სწავლა სიბერემდეო და, საფრანგეთის ნაკრების ექვსი გულშემატკივარი ევროპის გეოგრაფიის შესწავლას ახლა აპირებს. საქმე ის არის, რომ ზემოთ ნახსენები ექვსეული 19 ივნისს საკუთარი ქვეყნის ნაკრების მხარდასაჭერად ბუქარესტში გაემგზავრა, მაშინ, როდესაც ფრანგებს თამაში ბუდაპეშტში ჰქონდათ. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფრანგები ვერ მიხვდნენ სად იმყოფებოდნენ. არადა, გზად უკრაინელ გულშემატკივრებს შეუერთდნენ, რომლებიც ორი დღით ადრე ჩავიდნენ ბუქარესტში, სადაც ავსტრიასთან...
უეფამ სტუმარს გოლი წაართვა
უეფამ ჯერ კიდევ 56 წლის წინ, 1965 წელს დაადგინა წესი, რომლის მიხედვით, სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა ენიჭებოდა. ანუ, თუ ფლეი ოფის ორი მატჩის ჯამში ფრე დაფიქსირდებოდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, რომელიც გასვლით მატჩში მეტ გოლს გაიტანდა. ამ წესს ბოლოს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და როგორც ჩანს, უეფამაც შეატყო დისკომფორტი და 2021-2022 წლის უეფას ეგიდით გამართულ...
კაკაბაძის კრაკოვია
საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე, ვინც ბოლოს ესპანური სეგუნდა დივიზიონის „ტენერიფეში“ თამაშობდა, კარიერას პოლონურ „კრაკოვიაში“ გააგრძელებს. მან პოლონელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კაკაბაძემ ესპანეთში სულ ერთი სეზონი დაჰყო – 19 მატჩი ჩაატარა. „ტენერიფეს“ გარდა მას თბილისის „დინამოში“, ესპანურსავე „ხიმნასტიკში“, დანიურ „ესბიერგში“ და შვეიცარიულ „ლუცერნში“ უთამაშია. „კრაკოვიას“ კი ახლა არც თუ საუკეთესო დროება უდგას. პოლონეთის ჩემპიონატში გუნდი...
ატლეტიკო სიმეონეს არ უშვებს
2020-21 წლების ესპანეთის ჩემპიონის, მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაახანგრძლივებს. ესპანური მედიის ცნობით, ახალი ხელშეკრულება ესპანურ კლუბსა და არგენტინელ სპეციალისტს შორის 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. შეთანხმება უკვე მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური საკითხები. შეგახსენებთ, რომ სიმეონეს მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს. არგენტინელი „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის და მეორედ...
ვის ხედავს სულშერი?
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი. მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ის 5 ფეხბურთელი დაასახელა ვისთან მუშაობაც სურს შემდეგ სეზონში. „მანჩესტერი“ პირველ ყოვლისა ორი მადრიდული გუნდის ფეხბურთელებზე ამახვილებს ყურადღბას. მადრიდის „რეალიდან“ ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის შეძენა სურთ, ხოლო „ატლეტიკოდან“ ინგლისელი განაპირა მცველის კიერან ტრიპიერის გადაბირებას ცდილობენ. სულშერმა, არა მარტო დაცვის, შეტევის გაძლიერებაზეც ბევრი იფიქრა....
მესი ლაპორტას და აუდიტს ელოდება
„ბარსელონა“ არგენტინელ კაპიტან ლეო მესის ახალ, 10-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც სამ ეტაპად იქნება დაყოფილი. როგორც ესპანური მედია წერს, საწყისი ორი წელი „ბარსელონასთან“ იქნება დაკავშირებული. შემდეგ, თუ ფეხბურთელს სურვილი და შეთავაზება ექნება, შეეძლება კარიერა ამერიკულ MLS-ში გაატაროს, მესამე ეტაპი კი, ამერიკიდან ისევ ბარსელონაში დაბრუნებასა და კლუბის მენეჯმენტში დასაქმებას ითვალისწინებს. მიუხედავად ასეთი მსუყე შეთავაზებისა, მესი ჯერ ფიქრობს...









