გოგა ბითაძე: კონკურენცია არ მაშინებს, ერთმანეთს დავეხმარებით || cnews.ge

NBA-ს სეზონი ქართველმაც გახსნა – გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ფლორიდულ დერბიში „მაიამი ჰითს“ ესტუმრა და 116:97 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო მოედანზე სულ ხუთიოდე წუთით გამოჩნდა, რა დროშიც მხოლოდ ორი მოხსნა მოინაგრა.

ცუდი ის არის, რომ გოგამ პარკეტზე მხოლოდ ბოლო ხუთი წუთი გაატარა – მაშინ, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. როგორც ჩანს, ჩვენებურს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა ექნება, თუ კონკურენტს რამე არ დაემართა. კონკურენტი კი ვენდელ კარტერია, რომელმაც 27 წუთში 8 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო მატჩი ორლანდოელებს 26 ოქტომბერს, შინ „მემფისთან“ ელით.

წილი
წინა სტატიანერეში ძირითადში ადგილს ითხოვს
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...