ნოიერიც…

ნოიერიც…

ტონი კროოსის, თომას მიულერისა და ილქაი გიუნდოგანის შემდეგ, გერმანიის ნაკრებში თამაში მანუელ ნოიერმაც დაასრულა. გადაწყვეტილების შესახებ მან უკვე აცნობა გერმანიის ნაკრების  მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს.

May be an image of 1 person

„ხანგრძლივის ფიქრის, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ინტენსიური საუბრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში დავასრულო. ვინც მიცნობს, ყევლამ იცის, რომ ეს ჩემთვის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება არ იყო. მით უმეტეს, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და მსოფლიოს 2026  წლის ჩემპიონატზეც სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ, ამასთნავე, დარწუმნებული ვარ, რომ ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად – დღეიდან მთლიანად „ბაიერნის“ თამაშზე ვიქნები კონცენტრირებული“, – თქვა 38 წლის ნოერმა.

მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში 124 თამაში ჩაატარა, 61 მატჩში იყო გუნდის კაპიტანი, 51 მატჩში კარი „მშრალად“ შეინახა. 2014 წელს, ბრაზილიაში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2009 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან მატჩში შედგა, რომელიც გერმანიამ 7:2 მოიგო.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...