მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი დოპინგზე ჩავარდა. თუმცა, თუ სხვა ჩოგბურთელებს მკაცრად სჯიან, სინერს ეს ყველაფერი 400 სარეიტინგო ქულისა და 300 000 ევროს დაკარგვად დაუჯდება.
სწორედ ეს ფაქტი აღელვებს დღეს მთელი საჩოგბურთო სამყაროს… სინერი დოპინგზე მარტში ჩავარდა, როდესაც ინდიან ველსის ტურნირზე დოპინგ-ტესტის ანალიზები აუღეს. ორჯერ აღმოაჩნდა აკრძალული ანდროგენული სტეროიდი კლოსტებოლი, თუმცა ამბავი ახლახან გაცხადდა. სინერი არ მალავს, რომ დოპინგი აღმოაჩნდა, მაგრამ ამბობს, რომ აკრძალული ნივთიერება მის ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის ხელებიდან აღმოჩნდა, ვინც ჩოგბურთელის ჭრილობის დასამუშავებლად ისეთ სპრეის იყენებდა, რომელიც კლოსტებოლს შეიცავს.
დამოუკიდებელმა სასამართლომ 23 წლის იტალიელი სპორტსმენი გაამართლა – დასკვნაში წერია, რომ ჩოგბურთელს კლოსტებოლი გამიზნულად არ მიუღია. საჩოგბურთო სამყაროში კი დამოუკიდებელი სასამართლოდ დასკვნა სასაცილოდ არ ჰყოფნით და სინერის დასჯას მინიმუმ ორი წლით ითხოვენ.
სინერის თემას საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოც (WADA) გამოეხმაურა და აცხადებს, რომ ეს საქმე ჯერ დახურული არ არის და აუცილებლად გადაიხედება. არის საუბარი იმაზეც, რომ სინერის საქმე ლოზანაში, სპორტის საერთაშორისო სასამართლოში განიხილონ… შეგახსენებთ, სინერმა წლეულს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, „როლან გაროსზე“ ნახევარფინალში გავიდა, ხოლო „უიმბლდონის ტურნირი მეოთხედფინალში დაამთავრა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
