ჭდე: WADA

Home WADA
სინერმა დოპინგი ექიმს დააბრალა
ჩანაწერი

სინერმა დოპინგი ექიმს დააბრალა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი დოპინგზე ჩავარდა. თუმცა, თუ სხვა ჩოგბურთელებს მკაცრად სჯიან, სინერს ეს ყველაფერი 400 სარეიტინგო ქულისა და 300 000 ევროს დაკარგვად დაუჯდება. სწორედ ეს ფაქტი აღელვებს დღეს მთელი საჩოგბურთო სამყაროს… სინერი დოპინგზე მარტში ჩავარდა, როდესაც ინდიან ველსის ტურნირზე დოპინგ-ტესტის ანალიზები აუღეს. ორჯერ აღმოაჩნდა აკრძალული ანდროგენული სტეროიდი კლოსტებოლი, თუმცა ამბავი ახლახან გაცხადდა....

მარიხუანა დოპინგად აღარ ჩაითვლება
ჩანაწერი

მარიხუანა დოპინგად აღარ ჩაითვლება

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA) სპორტში აქამდე აკრძალული ნივთიერების, კაბანისის სტატუსზე გადახედვას აპირებს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ სპორტსმენებს უფლება ექნებათ მარიხუანა მოიხმარონ. WADA-ში აცხადებენ, რომ კაბანისი 2022 წლის ჩათვლით აუცილებლად ჩაითვლება აკრძალულ ნივთიერებად, რის შემდეგ მისი სტატუსის შეცვლაზე, აუცილებლად დაფიქრდებიან. გეტყვით, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო ხმაურიანი ინციდენტი ამერიკელი მძლეოსანის, შაკირა რიჩარდსონის დისკვალიფიკაცია იყო, რის გამოც...

რუსებმა ჭკუა ვერ ისწავლეს
ჩანაწერი

რუსებმა ჭკუა ვერ ისწავლეს

რუსულ სპორტში ახალი და მასშტაბური დისკვალიფიკაციებია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის 2012-15 წლების მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალების გამო რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა, ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს და კიდევ 298 სპორტსმენის მიმართ  სანქციებია მოსალოდნელი. WADA-ს...

რუსული ფხბურთის შავი დღე
ჩანაწერი

რუსული ფხბურთის შავი დღე

beIN Sports იტყობინება, რომ მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთს ფრიად სამწუხარო ამბავი შეატყობინა – სამეზობლოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონტზე ვერ ითამაშებს. „მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს ყატარის მუნდიალზე მონაწილეობის აკრძალვის შესახებ აცნობა“, – წერია beIN Sports-ის ტვიტერ-გვერდზე. შეგახსენებთ, რომ იანვარში WADA-მ მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში 145 გაყალბებული დოპინგ-სინჯი აღმოაჩინა, რის შემდეგაც რუსებს შავი დღე აყარა და...

ტოკიოდან… პეკინიდან… ყატარიდან…  მოიკვეთოს
ჩანაწერი

ტოკიოდან… პეკინიდან… ყატარიდან… მოიკვეთოს

არც მეხის გავარდნა იყო და მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. ის კი არა, თვითონ რუსეთშიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) 9 დეკემბრის საგანგებო აღმასკომის სხდომის შედეგებსაც წინასწარვე შეგუებულნი. აკრძალული პრეპარატების მიღებასა და სხვა მამაძაღლობაში მხილების გამო რუსი ათლეტების დასჯა ჯერ კიდევ რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან დაიწყო, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ძალოსნობასა და კიდევ...

სავალდებულოდ… რუსეთისთვის
ჩანაწერი

სავალდებულოდ… რუსეთისთვის

რუსეთის სპორტის მიმართ შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელსაც 9 დეკემბერს პარიზის სხდომაზე მიიღებენ, სავალდებულო იქნება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის (IOC). „ის გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება. ოლიმპიურ ქარტიაში საუბარია ანტისადოპინგო კოდექსის აღიარებაზე, ასე რომ, თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ ანტისადოპინგო კოდექსის შესაბამისად, მაშინ ის სავალდებულო იქნება IOC-თვის. შესაძლო მოვლენებთან დაკავშირებით სპეკულირებას არ დავიწყებ. გადაწყვეტილებასთან...

დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი
ჩანაწერი

დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) სისხლის ანალიზის ახლებური ტესტირების მეთოდის შემუშავება-დანერგვაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საუბარია მშრალი სისხლის (DBS) ანტისადოპინგო ტესტირებაზე, რომელიც უფრო მარტივი, ეფექტური და იაფი იქნება. ამასთან, ახალი მეთოდი სპორტსმენთა ფართო წრეს მოიცავს, რაც მეტი თაღლითის გამოვლენასაც შეუწყობს ხელს. ტესტირების ახალ პროგრამას შეუერთდნენ იაპონიის, აშშ-ის შვეიცარიის, ჩინეთის...

რუსეთის მზე გაისად დაბნელდება
ჩანაწერი

რუსეთის მზე გაისად დაბნელდება

ამომავალი მზის ქვეყანაში დაგეგმილ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობას საფრთხე ელის. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის მოხსენება გახდა, სადაც საუბარია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებულ მონაცემებთან და ინფორმაციებთან შეუსაბამობაზე. WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონატან ტეილორის განმარტებით, საუბარია რუსეთისგან მიღებულ მონაცემთა ბაზასთან...