რუსულ სპორტში ახალი და მასშტაბური დისკვალიფიკაციებია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის 2012-15 წლების მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალების გამო რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა, ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს და კიდევ 298 სპორტსმენის მიმართ სანქციებია მოსალოდნელი.
WADA-ს ცნობით, დაზვერვით-საგამოძიებო ჯგუფმა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემებისა და ნიმუშების შესწავლის შემდეგ გამოძიება დაასრულა.
ინფორმაციას თავად რუსებიც ადასტურებენ და იქაური ანტისადოპინგო სააგენტოს გენერალური დირექტორი იური განუსი არ გამორიცხავს, რომ საერთაშორისო ფედერაციები ეჭვმიტანილ 298 ათლეტიდან ბევრს დასჯიან.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
