რუსულ სპორტში ახალი და მასშტაბური დისკვალიფიკაციებია მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის 2012-15 წლების მონაცემთა ბაზის შეცვლასთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალების გამო რუს სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიო ჩემპიონატებზე სახელმწიფო დროშით გამოსვლა 4 წლით აუკრძალა, ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს და კიდევ 298 სპორტსმენის მიმართ სანქციებია მოსალოდნელი. WADA-ს...
