გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა საბოლოოდ გადაწყვიტა და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ეროვნულ გუნდში ითამაშებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მარტიდან ისევ ვითამაშებ გერმანიის ნაკრებში, იმიტომ რომ მწვრთნელმა მთხოვა და მიმაჩნია, რომ მზად ვარ ამ გამოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, საშინაო ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით მეტს მივაღწევთ, ვიდრე ჩვენგან გულშემატკივრები ელოდებიან“.
ტონი კროოსი გერმანიის ნაკრებში 2010-2021 წლებში თამაშობდა. 106 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
შეგახსნებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.