სალერნიტანა საეჭვოა

Home კატეგორიის გარეშე სალერნიტანა საეჭვოა
სალერნიტანა საეჭვოა

ხვიჩა კვარაცხელიას, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ორი დღეა „ნაპოლისთან“ ერთად არ უვარჯიშია.

ქართველმა ფეხბურთელმა დღესაც დაისვენა – ფეხბურთელი გაციებულია და ამის გამო კლუბის სამედიცინო შტაბმა შინ დარჩენა ურჩია, ამ მიზეზით კვარაცხელიამ, „კრემონეზესთან“ სათასო მატჩის შემდეგ, შესაძლოა, 21 იანვარს „სალერნიტანასთან“ სერიას A-ს შეხვედრაც გამოტოვოს.

შეგახსსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარამ სერია A-ში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. 18 ტურის შემდეგ იტალიის ჩემპიონატს „ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევრებს, „მილანსა“ და „იუვენტუსს“, 9-9 ქულით უსწრებს.

New boy Kvaratskhelia shines as Napoli continue fast start versus Monza

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.