კატისებრთა თამაში შავი ლომის სასარგებლოდ

Home კატეგორიის გარეშე კატისებრთა თამაში შავი ლომის სასარგებლოდ
კატისებრთა თამაში შავი ლომის სასარგებლოდ

პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა მორიგ წარმატებას მიაღწია – სამხრეთ აფრიკის ქარის თასის პირველი დივიზიონის 2022 წლის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში „შავმა ლომმა“ შარშანდელი ჩემპიონი „ლეოპარდსი“ 24:14 დაამარცხა, გამარჯვებისთვის დამსახურებულ 4 ქულას ბონუსიც დაუმატა და პროგრამა-მინიმუმი შეასრულა. ჩვენმა ბიჭებმა, კონკურენტთა მატჩების შედეგების მიუხედავად მესამე ადგილი დაიბევეს და პლეი-ოფშიც სწორედ ამ პოზიციიდან შევიდნენ.

No description available.აღსანიშნავია, რომ ჩვენი 4 ლელოდან 2 უშუალოდ მოლმა გაიტანა, პირველ შემთხვევაში თავი სასტარტო კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ გამოიჩინა, მეორედ – სამარქაფო ბურჯმა ნიკა პატარაიამ. მასპიძელთა ორივე ლელო ასევე კარგად დაყენებული მოლის შედეგია. მაგრამ ვირე ეს ქართულ სამხრეთაფრიკული დერეფნების შეჯიბრი დაიწყებოდა, „შავმა ლომმა“ ორი ლამაზი ლელო ხელდახელ თამაშის ხარჯზე გაიტანა.

თაცდაპირველად თავი მარჯვენა ალამთან ბურთის დამიწებით ფულბექმა მირიან მოდებაძემ გამოიჩინა, ხოლო შემდეგ იგივე, ოღონდ მარცხენა ფრთაზე დემე თაფლაძემ გაიმეორა, რომელიც სასარტო გარემარბად მოგვევლინა. ეს ლელოები მგეზავმა თორნიკე მატკავამ ვერ გარდასახა – კუთხე ორივე შემთხვევაში მაქსიმალური იყო და სასაყვედურო, პრინციპში, არც არაფერია, მით უფრო, რომ მომდევნო ლელოების რეალიზაციები თორნიკემ უნაკლოდ შეასრულა.

რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, ჩვენების უპირატესობა საგრძნობი იყო, განსაკუთრებით კი შერკინებებში. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ამ კომპონენტში „შავმა ლომმა“ ყველა თავისი აფრიკელი მეტოქე დაჩაგრა, რაც ერთობ მოულოდნელიც იყო, რადგან სამხრეთაფრიკული რაგბი უპირველესად მორაგბეთა ფიზიკურ ძალაზეა დაფუძნებული.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, „შავმა ლომმა“ 9 მატჩიდან 6 მოიგო, თუმცა რეალურად ქართულმა ფრენჩაიზმა მოიგო 5 და წააგო 1. საბოლოო შედეგები კი ჩვენი ერთ-ერთი მეტოქის გამოუცხადებლობითა და ორი მატჩის თავად „შავი ლომის“ მიერ გაცდენით შეივსო. აღმოჩნდა, რომ 10-გუნდიან ტურნირში მესამე ადგილის დასაკავებლად ესეც საკმარისია. ამდენად, „შავი ლომი“ პლეი-ოფში გავიდა და მეტოქის ვინაობის გარკვევას ელის.

ავტორის პროფილი

სლავა გასპაროვი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.