ბულგარეთის ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი თავისი ქვეყნის პრესას თბილისში, ავარიაში დაზიანებული ფეხბურთელის ტოდორ ნედელევის მდგომარეობის შესახებ უყვება.
„დღეს, ბულგარეთის კონსულთან ერთად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვიყავი და მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანის კვალობაზე, რომელმაც რთული ოპერაცია გადაიტანა, ის კარგად არის — სამედიცინო კომიდან გამოვიდა და შედარებით უკეთეს, სტაბილურ მდგომარეობაშია. ის უკვე ერკვევა სიტუაციაში, პასუხობს შეკითხვებს. საბოლოო შედეგთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები.
ინციდენტის შემდეგ ტოდორ ნედელევს ძლიერ სტკიოდა თავი, მოსდიოდა სისხლი, ორიენტაცია ჰქონდა დაკარგული და ამნეზია შეენიშნებოდა. მას არ ახსოვს რა მოხდა. გადავწყვიტეთ უახლოეს კარგ საავადმყოფოში მიგვეყვანა. კარგია, რომ შოთა ინგოროყვას ხელში მოვხვდით. აღფრთოვანებული ვართ მისით და მადლობას ვუხდით. დიაგნოზი სწრაფად დაისვა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მარჯვენა მხარეს თავის ქალის დაზიანებასთან გვქონდა საქმე. სასწრაფოდ რომ არ გვემოქმედა ცუდი შედეგი დადგებოდა.
ტოდორის დედასა და ნათესავებთან დაუყოვნებელი კონსულტაციის შემდეგ საბუთებს ხელი მე მოვაწერე.
საოპერაციოში ვიყავი და ვნახე რა საუცხოო ოპერაცია ჩაატარა პროფესორმა ინგოროყვამ.
იმედი მაქვს, რომ ტოდორ ნედელევი მალე ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება”, — თქვა ბოჩევმა და დასძინა, რომ ნედელევისთვის ფეხბურთში დაბრუნება გამორიცხული არ არის.
„ვფიქრობ, 3-4 თვის შემდეგ ფეხბურთზე ლაპარაკი კვლავ შესაძლებელი იქნება”, — დასძინა მან.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
