საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუსეთთან იომა, მაგრამ ვერას გახდა – 1:3 დამარცხდა. ავთანდილ ასათიანის გუნდს წამყვან ფეხბურთელებთან ერთად იღბალმაც უგანა.
მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო, რუსთა მეკარემ ჯერ არჩილ სებისკვერაძის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ბრუნო პეტრის აჯობა. საპასუხოდ კი გოლი საქართველოს ნაკრების დაუცველ კარში გავიდა.
ეს მოხდა მატჩის დარულებამდე 6 წამით ადრე. მანამდე კი მოედანზე ნამდვილი ომი გაჩაღებულიყო. ჩვენი გუნდი ძალიან ყურადღებით თამაშობდა. შეცდომები კი ჰქონდა, მაგრამ უმნიშვნელო.
სამაგიეროდ, გოლების გატანაც შეეძლოთ. ტაიმი 0:0 მორჩა. შესვენების შემდეგ რუსები ორჯერ გავიდნენ წინ, ერთხელ გავქვითეთ, შემდეგ ჩვენებს ძალა დააკლდა, რადგან მოედანზე ძირითადად ერთი ხუთეული იყო, მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა მიიღო ვილიანმაც. ბოლოს ასათიანმა მეკარეც გამოცვალა და გუნდი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა გამათანაბრებელ გოლს, მაგრამ…
რუსებს ნახევარფინალში კიდევ ერთი ომი ელით – უკრაინასთან…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები29/06/2026 | 15:20ლატვიასთან ლიდერების გარეშე
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
