საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის ბოლო მატჩში სტუმრად ბელგია 7:4 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ბელგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემდაგენლობაში თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრისა და სიმი საიოტის ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი მაქსიმალური შედეგით, 12 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება [...]
ჭდე: ბრუნო პეტრი
ბრძოლაში წაგებული
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუსეთთან იომა, მაგრამ ვერას გახდა – 1:3 დამარცხდა. ავთანდილ ასათიანის გუნდს წამყვან ფეხბურთელებთან ერთად იღბალმაც უგანა. მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე, როდესაც ანგარიში 1:2 იყო, რუსთა მეკარემ ჯერ არჩილ სებისკვერაძის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ბრუნო პეტრის აჯობა. საპასუხოდ კი გოლი საქართველოს ნაკრების დაუცველ კარში გავიდა. ეს მოხდა მატჩის დარულებამდე 6 წამით ადრე. მანამდე [...]
ფლეი ოფისკენ…
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე მეორე ტურში ბოსნიას 2:1 მოუგო და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – თუ ფავორიტი ესპანეთი მოგვიანებით აზერბაიჯანთან არ წააგებს, ავთანდილ ასათიანის გუნდი კიდევ ერთ ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. არადა, მატჩი საქართველომ ამჯერადაც ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმი 0:1 წააგო. გოლი კავეჯიჩმა გაიტანა. ჩვენი ნაკრები მცირე უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ [...]


