სამარცხვინო და უფანტაზიო

Home კატეგორიის გარეშე სამარცხვინო და უფანტაზიო
სამარცხვინო და უფანტაზიო

საქართველოს ნაკრები მოგების გარეშე აგრძელებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს.

ვილი სანიოლის გუნდი ამჯერად ბათუმში კოსოვოს ნაკრებთან დამარცხდა – 0:1.

მარცხიც არის და მარცხიც – გუნდმა სრულიად უფერული, უხარისხო და უფანტაზიო ფეხბურთი ითამაშა.

ვერც სანიოლის ჩანაფიქრს ჩავწვდით.

არც შემადგენლობა იყო მოსაწონი და ვერც მატჩის მიმდინარეობისას შეცვალა რამე.

არადა, კოსოვო არ არის ის გუნდი, რომლის დამარცხება შეუძლებელია. მით უმეტეს, როდესაც პრეტენზია გაქვს.

პრეტენზიები ამჯერად ჩვენ გვაქვს და თან ბლომად.

პრეტენზიები გვაქვს ყველასთან — ქართული ფეხბურთის შეფებით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული.

და იმედიც არ გვაქვს, რომ რამე სასიკეთოდ შეიცვლება…

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...