ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, ვინაც სრული კომპლექტი შეავსო და ყველა დიდ ტურნირზე ოქროს მედლი მოიპოვა – ახლა ლაშა ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ფინალში შვედ ტომი მაციას დამატებით დროში აჯობა, ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი პერუელი ალონსო ვონგა, ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ისრაელის წარმომადგენელი ეჰონათან ელბაზი, მასპინძელი მიკკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ სილოღლუ დაამარცხა.
დღესვე ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57).
ტატალაშვილმა ბუდაპეშტში ერთი ბრძოლა მოიგო – პირველ წრეში ბელარუსი ვაძიმ შოკა დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში რუმინელ ადრიან შოკასთან დამარცხა.
დასანანი მარცხი განიცადა ლიპარტელიანმა, რომელიც მერვედფინალში ტურნირის ფავორიტ იაპონელ მომო ტამაოკის თანაბრად ეჭიდავა, მაგრამ ერთ მომენტში მოდუნდა, მეტოქემ ამით ისარგებლდა და ჩვენიანი ტატამზე დასცა. მანამდე ლიპარტელიანმა ჩეხ ვერა ზემანოვასა და ბელგიელ მინა ლიბეერს მოუგო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
