ესპანური და ინგლისური მედია წერს, რომ „ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის „რეალში” გადასვლის ამბავი გადაწყვეტილია. ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც 130 მილიონი ევრო ჯდება და რომელსაც საკუთრივ აზარის ხელფასად წელიწადში 23,4 მილიონი ევრო დაემატება.
მაგრამ, ზინედინ ზიდანის გეგმას მარტო აზარის ყიდვა არ ჰყოფნის. „რეალის” ხარისხიანი რეკონსტრუქციისთვის მადრიდელებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებაც სჭირდებათ.
„თაიმის” თანახმად „ოლდ ტრეფორდზე” პოგბაში 150 მილიონ ევროს ითხოვენ, რასაც „რეალი” ვეღარ გასწვდება. ამიტომ, „თეთრებს” პოგბას სამ ფეხბურთელში გადაცვლა გადაუწყვეტიათ. ეს ფეხბურთელები არიან გარეთ ბეილი, იჯარით „ბაიერნში” გაშვებული ხამეს როდრიგესი და მეკარე კეილორ ნავასი.
ბეილმა ამასწინათ მიანიშნა, რომ ყველაფერს მაინც „რეალში” დარჩენა უჯობს, ხოლო ხამესს „ნაპოლისა” და „იუვენტუსთან” აკავშირებენ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/08/2026 | 13:43ქოჩორას პრეზენტაცია სევილიაში
სიახლეები26/08/2026 | 10:50ბრუნო – ფეხბურთელების რჩეული
სიახლეები26/08/2026 | 09:50ლუის ენრიკე დემბელეს ორშაბათამდე ასვენებს
მთავარი ამბავი26/08/2026 | 08:08აზერბაიჯანის გუნდი ისევ ჩემპიონთა ლიგაშია!
