გოდერძი ჩოხელს აქვს ასეთი მოთხრობა: ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ. მოთხრობა ცხრა ნაწილისგან შედგება და კითხვა-პასუხით არის შედგენილი. ფეხბურთის სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს! ეს ციტატა ერთი სიტყვის გამოკლებით ამ მოთხრობიდანაა მოყვანილი, ეს ერთი, ჩამატებული სიტყვა კი „ფეხბურთი“ გახლავთ. გოდერძი ჩოხელს სათაურის გარდა მოთხრობის აგებულებაც დავესესხე და ცხრა რესპოდენტს გავესაუბრე. ყველა რესპონდენტი ნამდვილია,...

ცოტა რამ ჭადრაკზეც…
ჩაიგრიალა საჭადრაკო მსოფლიო თასმა ქალაქ თბილისში და რამდენიმე დღის გამოშვებით “სარბიელის” ახალი სიცოცხლეც დაიწყო. გაქცეულ ცხენს აღარ გავედევნებით, მკითხველს კი იმის პირობას მივცემთ, რომ ამიერიდან ჭადრაკში მიმდინარე მნიშვნელოვან ამბებს არ გამოვაპარებთ. მანამდე კი კონსპექტურად იმაზე, რაც გასული თხუთმეტი წლის მანძილზე ბრძენთა თამაშში შეიცვალა… შეიცვალა კი ბევრი რამ. 2002 წელს მქუხარე გვარებიდან დღეისთვის სამიოდე თუღა შემორჩა ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის 2017 წლის...

დარდის ანალიზს აქ აკეთებენ? არა, გენაცვალე, შარდის… რა ვუშველოთ ამ ჩვენს ვაის-ს
ცოტა შორიდან დავიწყებ… ოთხმოცდაათიანებიდან მოყოლებული, კინოინდუსტრიაში საოცარი დუეტი ჰქონდათ ქვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესს (ხამესს არა, რობერტს). ჰოდა იმ ამბავმა, რაზეც ახლა უნდა დავწერო, მათი ერთ-ერთი ეპოქალური ფილმის გენიალური მონაკვეთი გამახსენა. მოკლედ, ორნი ბარში შედიან ნარკოტიკის ასაღებად და სანამ იდენტიფიცირებას გაივლიან, ბარმენს ერთ–ერთი ასეთ ამბავს უყვება: იცი, ამას წინათ ერთ ბარში რა მოხდა?კლიენტი ბარმენს დაენიძლავა, მე ამ ბოთლში, რომელსაც ახლა...

ახდება შავი სიზმარი?
მესის მისია-გადაარჩინე არგენტინა! ცოტაც და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ისტორიის კუთვნილება გახდება. რაღა დარჩა? დღეს და ხვალ ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, რომელსაც ნოემბერში უკვე გადამწყვეტი პლეი ოფები მოჰყვება და… სადღეისოდ, მომავალ ზაფხულს რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური ტურნირის მასპინძლის გარდა, ოფიციალურად 16 ქვეყანას აქვს დაბევებული და გერმანია, სერბეთი, პოლონეთი, ინგლისი, ესპანეთი,...

ორიოდ სიტყვა ჩე გევარაზე
ლეგენდარული არგენტინელი რევოლუციონერის, ბოევიკის, კუბის მრეწველობის მინისტრის, მწერლის, ექიმის, დიპლომატის, სამხედრო თეორეტიკოსის და უბრალოდ სისხლიანი კაცის, ერნესტო ჩე გევარას მკვლელობიდან ზუსტად 50 წელი გავიდა და ესპანურ გაზეთ “მარკას” გაახსენდა 1952 წლის 6 ივლისი, როდესაც კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტას “ესტადიო ნემესიო კამაჩოზე” შეკრებილმა 50 ათასმა მაყურებელმა თვალი ადევნა მათი საყვარელი “მილიონარიოსის” ამხანაგურ შეხვედრას მადრიდის “რეალთან”. “მილიონარიოსში” მაშინ ალფრედო დი სტეფანო თამაშობდა. ერთ...

ჩემი კარში შევყარე
ეს რა სახალისო ამბავი მომხდარა რუსეთში: თამაში 11:9 დამთავრებულა და ოცივე გოლი თავის კარში გაუტანიათ. სპორტის სახეობა: ბურთიანი ჰოკეი. ანუ ის ჰოკეი კი არა, დარბაზში რომ ტარდება და ყველამ რომ იცის — შაიბიანი, არამედ სხვა, რომელსაც ღია სტადიონებზე თამაშობენ, „რუსულ ჰოკეისაც“ უწოდებენ და რომლის დედაქალაქად რუსები არხანგელსკს მიიჩნევენ. მოკლედ, ისეთი სახეობაა, მარტო ხსენებაზეც კი გაიყინები კაცი. სიცხე აგიწევს. სეირიც სწორედ...

ოპტიმისტური რეპლიკა
მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი: როდესაც ქართველ ფეხბურთელს წილად ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშის პატივი გერგება, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს, რომ კარი ის არის ცაბაძის ქუჩისკენ რომ დგას და თუ გოლის გატანა გინდა ბურთი წერეთლის პროსპექტისკენ არ უნდა გადააგდო. წერეთელზე მაგ ადგილას ბაზრობაა. მანდეთ შეტევას აზრი არ აქვს… მეორე კარი კი ბატონო, სლავა მეტრეველის ქუჩისკენ არის და უელსთან თამაშის მეორე ტაიმში იქით რომ...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ინგლისმა ურუგვაის მეორე შემადგენლობით ვერ მოუგო და იმედგაცრუებულია
ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება შინ ურუგვაისთან 1:1 ფრით დაიწყო, რაც ტომას ტუხელის გუნდს ჩავარდნად ჩაუთვალეს. აქამდე ინგლისელებს ზედიზედ შვიდი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული. მათ მერვე გამარჯვებას გზა ურუგვაელთა მიერ კარში დამიზნებულმა ერთადერთმა დარტყმამ გადაუღობა. სამხრეთამერიკელთაგან გოლი „რეალის’’ ნახევარმცველმა ფედე ვალვერდემ 90+4 წუთზე, ინგლისელთა აზრით საეჭვო პენალტით გაიტანა. მანამდე, 81-ე წუთზე ანგარიში არსენალელმა ბენ უაითმა გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელმა მწვრთნელმა...

ცუდია როცა კაიფში ხარ
ეს ჩვენთან არ არის პოპულარული, თორემ ინგლისურენოვან სამყაროში გოლფი მილიონობით ადამიანის საყვარელი სახეობაა და ფული, რომელსაც მეგოლფეებს უხდიან ფეხბურთელებს არც დაესიზმრებათ. აი, ასეთი სახეობის ლეგენდაა ტაიგერ ვუდსი, რომელიც საჭეს „კაიფში’’ მიუჯდა და „ლენდ როვერი’’ გადაუყირავდა. ეს ამბავი ფლორიდაში, მის სახლთან ახლოს მოხდა. ვუდსი დაპატიმრებულია. ჯერჯერობით არაფერს წერენ იმის შესახებ, დაშავდა თუ არა ამერიკული სპორტის ლეგენდა. რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო, სააგენტო...

მსოფლიო ვერცხლი
ქართულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ კიდევ ერთი ისტორია დაწერეს – მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს წარმომადგენლები კვარცხლბეკზე პირველად დადგნენ. მოკლე პროგრამის შემდეგ, მეტელკინა-ბერულავა პირველ ადგილზე მყოფ მინერვა ფაბიენ ჰასე-ნიკიტა ვოლოდინის წყვილს მხოლოდ 0.33 ქულით ჩამორჩებოდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენები თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობენ, ოქროს იმედიც გვქონდა. თუმცა, აჯერად ჩვენს წყვილს პროგრამა ისეთი არ გამოუვიდათ, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდათ....

რან ბენ შიმონი: გოლები ლოგიკის საპირისპიროდ გავუშვით
ისრაელმა შემოდგომაზე დანიშნული ერთა ლიგის მატჩების წინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოსთან 2:2 ითამაშა. „პარი სენ ჟერმენის’’ ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ორი გოლით მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ „თერთ-ლურჯების’’ შემადგენლობაში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაი მიზრახიმ და ომრი განდელმანმა თბილისში გამართული სასეირო შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს. პირველ ნახევარ საათში გუნდებს ცოტა საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ როდესაც პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ანან ხალალისა და გაბი კანიჩოვსკის...

პარიზიენი: კვარა ამას მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიმეორებს
მას არ შეუძლია რომ არ გაიტანოს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში ოთხი გოლი შეაგდო ბრწყინვალე ფორმაშია რაც ხუთშაბათს საქართველოა ნაკრების შემადგენლობაში, ისრაელთან ამხანაგურ შეხვედრაში ორი გოლით დაადასტურა. კვარაცხელიამ თამაში თავის ფრთაზე, შეტევაში „ლიონის’’ ყოფილი ფეხბურთელის ჟორჟ მიქაუტაძის მხარდამხარ დაიწყო. მეტიც, ის საქართველოს ნაკრებს კაპიტნობდა. პარიზელმა თავი პირველად 36-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც შეასრულა გარღვევა,...

ამხანაგური ფრე
საქართველოს ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლა და 2:2 ეთამაშა. თამაშის დასაწყისში ვილი სანიოლის ტაქტიკა ნათელი გახდა. გუნდი დაცვაში 5-3-2 სისტემით თამაშობა, შეტევაში კი 4-4-2-ზე ეწყობოდა. პირველ ტაიმში ბურთს უფრო ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ სხიფათო მომენტების შექმნა გვიჭირდა. კარში პირველად 36-ე წუთზე დავარტყით – კვარაცხელიას კუთხურის შემდეგ ლოჩოშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ხვიჩამ უკვე საჯარიმოს...

ტორონტომ საქმე გაირთულა
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ 94:119 დამარცხდა. ძირითადი ცენტრის, ჯეიკობ პიოლტლის გამოჯანმრთელების შემდეგ მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.08 წუთი დაჰყო. სანდრომ ამ დროში 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ჩვენებურმა ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან კი, ზუსტი სამი აღმოჩნდა. ჩვენიანს პასივში ერთი დაკარგვაც ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში...

მეტელკინა-ბერულავა სტატუსს ამართლებენ
პრაღაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურული ციგურაობაში. ჩეხეთის დედაქალაქში საქართველოს დელეგაცია სრული, საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა და პირველივე დღეს უკვე მედლის მოპოვების შანსი გაუჩნდა. ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ფავორიტთა შორის ისეც იყვნენ და ეს სტატუსი გაამრთლეს. ჩვენმა წყვილმა მსაჯებისგან კარიერის საუკეთესო შედეგი – 79.45 ქულა დაიმსახურეს. თუმცა, ეს შედეგი მოკლე პროგრამის მოსაგებად საკმარისი მაინც არ გამოდგა. გერმანელებმა – მინერვა ფაბიენ ჰასემ...

ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გადაიდოს ლანსისა და პსჟ-ს შეხვედრა
„პარი სენ ჟერმენი’’ ცდილობს ლიგა 1-ის კალენდრით 11 აპრილს დანიშნული შეხვედრა გადაადებინოს. მიზეზი: ის „ლივერპულთან’’ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის უწევს. თან შეხვედრა უწევს კონკურენტ „ლანსთან’’, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. პორტალმა so foot გამოაქვეყნა ჟურნალისტ კვენტინ ბალოს წერილი, რომელშიც ავტორს მოჰყავს ხუთი არგუმენტი, თუ რატომ უნდა ეთქვას უარი პარიზელებს. გთავაზობთ ამ მოსაზრებებს: …საფრანგეთის ფეხბურთის ლიგამ გასული წლის ივნისში მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა,...

ახალი კაპიტანი
26 მარტს გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, სადაც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, ჟურნალისტთა კითხვებს ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს: ვილი სანილი: ერთა ლიგა სექტემბერში იწყება, იქამდე დიდი დროა. გუნდში მსუბუქი ატმოსფეროა, მაგრამ მოდუნების საშუალებას არ იძლევა. გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე მცირე პრობლემებით მოვიდნენ, ფინალი რომ იყოს აუცილებლად ითამაშებდნენ, მაგრამ ახლა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვეტთ ითამაშებენ თუ არა. რაც შეეხება იმ...

ზამბო ანგისას საქმე დაბრკოლდა
შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ დიდი ვარსკვლავი გახდა, მის ფონზე კი სხვა მოთამაშეები დაიჩრდილნენ და მათი მომავალიც ბურუსით არის მოცული. ერთ-ერთი მათგანია კამერუნელი ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლური პერიოდიდან. „კორიერე დელო სპორტმა’’ დაწერა, რომ ნოემბერში, ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბმა ნახევარმცველთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეანელა და შეამცირა. შესაბამისად, ყველაზე მოსალოდნელი გახდა იმ ერთი...

ორლანდო ფლეი ოფს შორდება
გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 131:136 დამარცხდა. ეს არის ფლორიდელთა ზედიზედ მეექვსე მარცხი. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მწვრთნელი ამჯერად 13.35 წუთს ენდო. წინა თამაშებთან შედარებით ჩვენიანი ამჯერად უფრო მოკრძალებული იყო და გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა. ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში გუნდმა ოთხი...

