„ბარსელონა“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია? ინგლისელმა გარემარბმა ენტონი გორდონმა თქვა, რომ დიახ, „ბლაუგრანა“ „პარი სენ ჟერმენს“ არაფრით ჩამოუვარდება. ჰანსი ფლიკის ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-სთან 2:4 წაგებამდე მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგეს, თუმცა შემდეგ, რამდენიმე დღეში „ელ კლასიკოში“ „რეალთანაც“ მოეცარათ ხელი – 1:2.
„არ მგონია, ეს გუნდები ჩვენ გვჯობდნენ. ხსენებული ორი წაგებისთვის პასუხისმგებლობა რასაკვირველია მთლიანად ჩვენ გვაწევს. ეს იყო აქამდე ჩატარებულთა შორის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, რომლებშიც ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მეტოქეები ჩვენზე ძლიერები იყვნენ“, – უთხრა ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჟურნალისტებს „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთალიგური შეხვედრის წინ.

„ბარსა“ ესპანეთის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა 2015 წლის შემდეგ არ მოუგია. სწორედ ამიტომ გაჩნდა საერთაშორისო მედიაში კითხვა: არის კი კატალონიური გუნდი იმ დონის, რომ ევროპის უდიდესი შეჯიბრება მოიგოს? იქნებ დღევანდელ „ბარსას“ დიდი მატჩების მოგება უჭირს?
გორდონმა თქვა: „ვფიქრობ, ჩვენ ფანტასტიკური გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეძლია. რაც შეეხება იმ ორ შეხვედრას: პსჟ-თან თამაშის შემდეგ, ლა ლიგაში კარგი იქნებოდა სრული როტაცი ჩაგვეტარებინა, მაგრამ ამის ფუფუნება არ გვქონდა. არადა, პარიზული მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილები ვიყავით. ბუნებრივია, ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა, მაგრამ ვფიქრობ, მეტოქე ამ თვალსაზრისით დიდ უპირატესობას ფლობდა“.
გარდა ამისა, ენტონი გორდონმა თქვა, რომ „ბარსელონა“ „ელ კლასიკოში“ გამარჯვებას იმსახურებდა და „რეალი“ კილიან მბაპეს უნდა უმადლოდეს, რომელმაც ორი გოლი გაიტანა:
„მადრიდელებთან თამაში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „ბარსელონას“ ყველაზე მეტად სწორედ „ელ კლასიკოს“ მოგება უნდა. მე თუ მკითხავთ, ის მატჩი ჩვენ უნდა მოგვეგო“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 09:22დარჩა დიდი სიცარიელე
აქეთურ-იქითური07/11/2026 | 08:01ირაოლამ ალისონი დაიცვა
მთავარი ამბავი07/11/2026 | 07:00კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
