ალმა-ათაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ფაკუნდო დიაზ აკოსტასთან 6:2; 6:4 დაამარცხა და მეოთხედინალში გავიდა.
მატჩი საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი უფრო ხანმოკლე იყო – ბასილაშვილმა მეტოქეს მალევე ორი ბრეიკი აართვა და სეტიც წაიღო; მეორეში ბრძოლა იყო: ჯერ ჩვენებურმა წააგო საკუთარი ჩაწოდება და 1:3 ჩამორჩა. თუმცა, დარჩენილ გეიმებში ორი უკუბრეიკი გაახერხა და მატჩიც მოიგო. ტურნირის მეოთხედფინალში მისი მეტოქე ფრანგი ადრიან მანარინო იქნება, ვინაც რუს ანდრეი რუბლიოვს 6:4; 3:6; 6:3 აჯობა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური22/11/2026 | 20:37ცხადაძე ლატვიაში იმუშვებს
სიახლეები22/11/2026 | 00:24ორმაგთან ახლოს
სიახლეები18/11/2026 | 23:20ჯიკიჩმა შემადგენლობა დაასახელა
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
