ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი

ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ჰკითხეს. ის დანიაში ევროპის კლუბთა ასოციაციის კონგრესზე იმყოფება, ორგანიზაციის თავმჯდომარეა,

„თქვენ ახლა სხვა კლუბებთან დამაპირისპირებთ, – უპასუხა ალ-ჰელაიფიმ ღიმილით, – მე ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ იქნება ეს კილიან მბაპე თუ იამალი, ისინი განსაკუთრებულები არიან. კილიანს ბუნებრივია ძალიან კარგადაც ვიცნობ, ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია, აშკარად მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესია, მაგრამ ამჯერად საუკეთესოს უყოყმანოდ ლუის ენრიკეს ფეხბურთელებიდან ავირჩევდი. ჩვენ ასეთი სამი გვყავს: დემბელე, კვარა და ფაბიან რუისი. ფაბიან რუისი მსოფლიოში ერთადერთია, ვინც გასულ სეზონში ყველა ტიტული მოიგო, სანაკრებოს ჩათვლით. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ „ოქროს ბურთს“ დემბელე, კვარა და ფაბიან რუისი იმსახურებენ, რადგან მათ ყველაფერი მოიგეს. ჩემი აზრით ამ სამეულმა ძალიან კარგად ითამაშა. ისინი ფანტასტიკურები იყვნენ“.

ბოლოს კი მან ისევ გაიხუმრა: „…მაგრამ მე აქ ვიმყოფები როგორც ევროპის კლუბთა ასოციაციის და არა როგორც „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი და ამ კითხვით თავგზა ამიბნიეთ“.

„ფრანს ფუტბოლის“ ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.